Be Bold: 30 ნოემბერს Forbes Under 30-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

Be Bold: 30 ნოემბერს Forbes Under 30-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

30 ნოემბერს, სასტუმრო ტელეგრაფში, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა Forbes Georgia 30-წლამდელთა სიის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, ინოვაციური ხედვითა და შეუპოვრობით ქვეყნის მომავალს ქმნიან და სხვადასხვა სფეროში ახალ სტანდარტებს აწესებენ.

Forbes Georgia უკვე მეშვიდე წელია, Under 30-ის პლატფორმას ახალგაზრდა ლიდერების წარმატების გასაზიარებლად იყენებს და მათ აძლევს სტიმულს, გამოწვევებით სავსე გარემოში განვითარება გაბედულად განაგრძონ. წლევანდელი ღონისძიების თემა – Be Bold – სწორედ ამ სულისკვეთებას იზიარებს და მომავლის ფორმირებაში გამბედაობის, ინოვაციურობისა და ლიდერობის უნარების როლს უსვამს ხაზს.

Forbes Georgia Under 30-ის ღონისძიება არ იქნება მხოლოდ დაჯილდოების ცერემონია, ეს იქნება შესაძლებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის, ანტრეპრენიორებისთვის, ინვესტორებისა თუ ინოვატორებისთვის, თავიანთი ძალისხმევა პოზიტიური ცვლილებებისთვის გააერთიანონ.

დღეს გამბედაობა, სიმტკიცე და პასუხისმგებლობა უფრო ამაღლებულ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენი ოცდაათწლამდელები აგრძელებენ მომავლის შექმნას და ახალ იმედებს გვისახავენ, – შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgiaს მთავარი რედაქტორი, საგამომცემლო სახლ Media Partners JSC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიება 18:00 საათზე, სტუმრების მიღებით დაიწყება და 23:00 საათზე, ნეთვორკინგით დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სასტუმრო ტელეგრაფის სივრცეში თავს 200-მდე ადამიანი მოიყრის, რომელთა შორის Under 30-ის ეკოსისტემის წარმომადგენლები, მეწარმეები, სტარტაპერები, ინვესტორები, აღმასრულებელი დირექტორები და სხვადასხვა ინდუსტრიის გავლენიანი პირები იქნებიან.

ღონისძიების განრიგი:

📌 18:00 – 18:45 | სტუმრების მიღება
📌 18:45 – 19:00 | მისასალმებელი სიტყვა

წამყვანი: გიორგი ავალიანი – ჰოლისტური დიზაინის კომპანია Holy Motors-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი

  • შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, საგამომცემლო სახლ Media Partners JSC-ის აღმასრულებელი დირექტორი
  • არმაჟან ბაიტასოვი – Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი და Forbes Georgia-ს თანამფლობელი, ცენტრალური აზიის მედიის, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროს მნიშვნელოვანი ფიგურა
  • ირაკლი ბაიდაშვილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი
📌 19:00 – 20:30 | Under 30-ის გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება

კატეგორიები:

  • ანტრეპრენიორები და მეწარმეები;
  • ფინანსები;
  • საზოგადოებრივი გავლენა;
  • ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;
  • განათლება და მეცნიერება;
  • ხელოვნება და სტილი.
📌 20:30 – 23:00 | ნეთვორკინგი

 

🔹 ღონისძიების პარტნიორები არიან: Hotel Telegraph, Blue Ocean, Zoommer, Marketing Hub, Voiss Studio, The Image, European Business Association, GPC, Octo Prime, Chelti Winery, Rental Georgia, Gastronome.

🎟️ ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ tkt.ge-ზე.

 

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი