ბეზოსმა ელისონს გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა

ბეზოსმა ელისონს გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა

Amazon-ის თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა, მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა და Forbes-ის რეიტინგში ლარი ელისონს გადაასწრო. ლარი ელისონის სიმდიდრის შემცირება, ოთხშაბათს, Oracle-ის აქციების ღირებულების 5%-ზე მეტით ვარდნას მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანიის დამფუძნებელმა და CTO-მ $11 მილიარდი დაკარგა.

ოთხშაბათს, შუადღისას, Oracle-ის აქციის ფასი $179-მდე დაეცა. ვარდნა Financial Times-ის რეპორტაჟს მოჰყვა. გამოცემის თანახმად, მონაცემთა ცენტრების მიმართულებით კომპანიის უმსხვილესი პარტნიორი, Blue Owl Capital-ი, მიჩინაგანში $10-მილიარდიანი ობიექტის მშენებლობის გეგმას მხარს არ უჭერს. ეს ფაქტორი, Oracle-ის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ხარჯებთან და გაზრდილ ფინანსურ ვალდებულებებთან ერთად, კომპანიის ინვესტორთა შეშფოთებას აძლიერებს.

Oracle-ის აქციების ღირებულება დაეცა გასულ კვირასაც, კომპანიის მიერ მეორე კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებიც Wall Street-ის პროგნოზებზე დაბალი იყო. ცნობისთვის, ელისონი ასევე ფლობს მედიაგიგანტ Paramount Skydance-ის თითქმის ნახევარს, რომელიც ამჟამად Warner Bros. Discovery-ის შესაძენად გახმაურებულ ტენდერში მონაწილეობს.

რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, მისი ქონების ღირებულება Amazon-ის აქციების ღირებულების ერთი მესამედით მატების გავლენით, $400 მილიონით გაიზარდა და $235 მილიარდს მიაღწია. ამერიკული Forbes-ის განახლებად რეიტინგში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი $671 მილიარდით ილონ მასკია, მას მეორე ადგილზე Alphabet-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი მოჰყვება, რომლის ქონება $244 მილიარდია.