Biliki.AI - ეკომეგობრული მოგზაურობის პერსონალიზებული პლატფორმა

Biliki.AI - ეკომეგობრული მოგზაურობის პერსონალიზებული პლატფორმა

ქართული ტექსტარტაპ Biliki App-ის შემქმნელებმა მსოფლიოში პირველი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მდგრადი მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI ჩაუშვეს, რომელიც სატესტო რეჟიმშია. ახალი პროდუქტის საზოგადოებისთვის წარდგენა საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალ “ტურისტერი 2023-ის” ფარგლებში მოხდა.

მდგრადი მოგზაურობის გზამკვლევი პლატფორმა სრულიად უფასოა და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. დაგეგმილია რებრენდინგი და პროდუქტი საზოგადოების წინაში მალე ახალი ბრენდინგით წარდგება.

მოგზაურს მოგზაურობის დაგეგმვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. მომხმარებელს შეჰყავს მიმართულება თუ სად სურს გამგზავრება, ბიუჯეტი და ხანგრძლივობა. Biliki AI კი 30 წამში დააგენერირებს მომხმარებელზე მორგებულ ეკომეგობრულ მარშრუტს. აქამდე საშუალოდ მოგზაურს 30 საათი ჭირდებოდა დაეგეგმა მისთვის სასურველი ტური.

ჩვენი პლატფორმა გეტყვით თუ რამდენად ეკომეგობრულია თქვენი ტური და ნახშირბადის კალკულატორი, დაგითვლით, თუ რამდენი ტონა ნახშირბადი დაიზოგება ჩვეულებრივ ტურთან შედარებით. Biliki AI შეარჩევს ეკომეგობრულ და მდგრად სასტუმროებს. ასევე მოგცემთ მოსანახული ადგილების და საკვები ობიექტების ადგილმდებარეობებს გუგლის რუკის გამოყენებით.

დღესდღეობით ათასობით პროდუქტი იქმნება ChatGPT-ს ბაზაზე, თუმცა ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. გავხდით Google Cloud for Startup-ის პროგრამის წევრები. Google Cloud გარემოს გააჩნია ყველა ტექნოლოგია რაც გვჭირდება რათა ერთ სივრცეში შევქმნათ თქვენზე მორგებული პროდუქტი. Google AI-ს სწავლება არის ერთი სიამოვნება, რაც უპრეცედენტო შედეგებს იძლევა და აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით Google-ს ამ შესაძლებლობისთვის. ამავდროულად ჩვენ ვართ booking.com აფილირებული პროგრამის წევრები, რაც საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ კონკრეტულ ტურზე მორგებული ეკომეგობრული სასტუმროები.

სულ მალე პლატფორმას დაემატება მოგზაურობის ეკომეგობრული ასისტენტი Leaf Bot-ი, რომელიც დაგეგმვის პროცესს უფრო მოქნილს და სახალისოს გახდის, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული აუდიოგიდი, ავიაბილეთების დაჯავშნის შესაძლებლობა. Biliki AI მოგცემთ საშუალებას თქვენი შერჩეული მარშრუტის მიხედვით შეარჩიოთ რეკომენდებული ღონისძიებები, ხოლო ახალი გამოცდილებების შერჩევაში Tripadvisor-თან ინტეგრაცია დაგვეხმარება.

ჩვენი ხედვაა, მოგზაურობა გავხადოთ ეკომეგობრული და დავიცვათ ჩვენი პლანეტა, მდგრადი და პერსონალიზებული მოგზაურობით. S