დეველოპერული კომპანია Biograpi Living-ი ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც „კახიძის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა”, კომპანიამ მობინადრეებს, პარტნიორებს და სტუმრებს მიმდინარე პროექტების პროგრესი, გასული 1 წლის შედეგები და 5 ახალი პროექტი გააცნო, რომლის განხორციელებასაც Biograpi Living-ი უახლოეს პერიოდში გეგმავს.
„Libretto” – ვაკეში, „Kamara” – ვაშლიჯვარში, „Hisni” ფაზა II – ისანში, „Bohema” – ორთაჭალაში და „1824“ – ჩუღურეთში – ახალი დეველოპერული პროექტებია, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან არქიტექტურულ სტუდიებთან თანამშრომლობით თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურით იქნება გამორჩეული. პროექტის „Bohema” დიზაინს საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია „BENOY”-ის ლონდონის ოფისი ქმნის. „1824“-ის პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე კი ამ ეტაპზე არქიტექტურული კონკურსი მიმდინარეობს.
ასევე, უახლოეს პერიოდში მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება „Biograpi Living App” – ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სერვისსა და პროცესს გააერთიანებს. „Biograpi Living Maintenance” კი პროექტების ჩაბარების შემდეგ საცხოვრებელი სივრცეების მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს, ხოლო „Biograpi Living Brokerage” მობინადრეებს ბინების გაყიდვასა და გაქირავებაში დაეხმარება.
დღეს Biograpi Living-ის პორტფელი აერთიანებს პროექტებს: „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“, „ჰისნი“, „ბარე“, „დაირა“, „მოზაიკა“ და „გარდანი“, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ და ისტორიულ უბანში განვითარების აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიცია დღეს 700 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
Biograpi Living-ის ყველა პროექტი „15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას” ეფუძნება, რაც გულისხმობს, რომ მობინადრეებისთვის ყოველდღიურად საჭირო სერვისები 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა ხელმისაწვდომი. ამ კონცეფციის ფარგლებში Biograpi Living-ი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან Octopus Fitness Club-ი, Goodwill-ი, Entrée და სხვა.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას სამშენებლო ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, Biograpi Living-ი მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაა: Schüco, Saint-Gobain-ი, NBK და Schindler-ი.
გერმანულ ბრენდ Schüco-ს ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემების წარმოების 70-წლიანი გამოცდილება აქვს და მისი სახელი ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტებს, უმაღლეს ხარისხს და მდგრად განვითარებას უკავშირდება. ფასადის ენერგოეფექტურობას და ვიზუალურ სრულყოფილებას დამატებით უზრუნველყოფს ფრანგული ბრენდის Saint-Gobain-ის მაღალი ხარისხის მინა-პაკეტები.
Biograpi Living-ის პროექტების გამორჩეულ ვიზუალს გერმანული ბრენდის NBK-ს უმაღლესი ხარისხის ტერაკოტას საფასადე მასალები უზრუნველყოფს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. შვეიცარული Schindler-ი ლიფტების და ესკალატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ინოვაციური ტექნოლოგიებით.
Biograpi Living-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი მიზანი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების შექმნა არ არის: „სამი წლის განმავლობაში Biograpi Living-მა შეძლო ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხედვა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობას და ადამიანზე ორიენტირებულ გარემოს აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეებმა კომფორტი და ზრუნვა იგრძნონ Biograpi Living-თან ურთიერთობის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ვავითარებთ არა მხოლოდ საცხოვრებელ პროექტებს, არამედ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ახალ სტანდარტზე აიყვანს.“
Biograpi Living-ის მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება. კომპანიის პროექტები ერთ სივრცეში აერთიანებს მობინადრეებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისებს – ფიტნეს-ცენტრებს, აუზებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს, რეკრეაციულ სივრცეებს და სხვა ინფრასტრუქტურას. Biograpi Living-ის პროექტები თანამედროვე არქიტექტურით, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით გამოირჩევა, რაც მობინადრეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას ემსახურება.
S









