Bitcoin-ის ფასი 19-თვიან მაქსიმუმამდე, $41,000-მდე გაიზარდა

Bitcoin-ის ფასი 19-თვიან მაქსიმუმამდე, $41,000-მდე გაიზარდა

საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის ფასი 41,000 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინისა და საფონდო ბირჟების სექტორისგან მოთხოვნის პოტენციური ზრდის გამოძახილია.

24 საათში კრიპტოვალუტის ღირებულებამ 4%-ზე მეტით მოიმატა და ამჟამად 41,700 აშშ დოლარამდეა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ, 19 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდა 151%-ს შეადგენს.

Bitcoin-ის კვალს მიჰყვებიან შედარებით მცირე ზომის ციფრული ვალუტებიც – 3%-ით, 2,260 აშშ დოლარამდე გაიზარდა სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ღირებულებაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ინვესტორები დარწმუნებულნი არიან, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლს ასრულებს. ამასთან, ინდუსტრიაში Bitcoin-ის გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) დამტკიცების მოლოდინში არიან, ამ ფაქტორებს კი გლობალურ ბაზრებზე აქვს გავლენა.

ცნობისთვის, 2022 წელს, კრიპტოინდუსტრიაში რამდენიმე გახმაურებულმა კრახმა და გაკოტრებამ Bitcoin-ის ფასი 16,000 აშშ დოლარამდე ჩამოსწია, თუმცა მას შემდეგ ვალუტას აღმასვლის ტენდენცია აქვს.

ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებლის, ჩანპენ ჟაოს მიერ ფულის გათეთრებასა და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში საკუთარი ბრალეულობას აღიარება და კომპანიიდან წასვლა იყო, თუმცა ამ ფაქტს ფასებზე გავლენა არ მოუხდენია.