ბიტკოინის ფასი $60,000-ს უახლოვდება - ყველაზე დიდი თვიური ზრდა 2020 წლის შემდეგ

ბიტკოინის ფასი $60,000-ს უახლოვდება - ყველაზე დიდი თვიური ზრდა 2020 წლის შემდეგ

ზედიზედ მეხუთე დღეა, უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი საგრძნობლად იზრდება. ექსპერტების შეფასებით, მალე მისი ღირებულება $60,000-იან ნიშნულს გადალახავს. ეს მიზანი საკმაოდ ახლოსაა, ვინაიდან ცოტა ხნის წინ ბიტკოინის ფასმა $59,000-ს გადააჭარბა.

თებერვალში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულებამ დაახლოებით 40%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ეს თვიურ ჭრილში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზრდაა.

ფასის მატებას ETF-ით ვაჭრობის შედეგად კაპიტალის ზრდა განაპირობებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელმა (SEC) ბიტკოინის პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდები იანვრის დასაწყისში (ETF) დაამტკიცა.

ღირებულების მკვეთრი ზრდა იმის დამსახურებაცაა, რომ ბიტკოინის შესყიდვით ბოლო პერიოდში მსხვილი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები უფრო აქტიურად ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს 2021 წლის 10 ნოემბერს მიაღწია, როდესაც მისი ფასი $68,990-ს გაუტოლდა. უდიდესი კრიპტობირჟების გაკოტრებისა და სხვა გარემოებების ფონზე, პიკის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება $16,00-მდე ჩამოვიდა.