თუ 2020 წელს, ბიტკოინის მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ ჯამში 67 TWh შეადგინა, 2021 წლის მონაცემები კი წინა წლის მაჩვენებელს უკვე აღემატება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, როგორც ჩანს, ბიტკოინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 91 TWh-სა მიაღწევს და პაკისტანის მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობას გაუთანაბრდება.
ბიტკოინის ფასის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი მაინერი ნაკლებად ენერგოეფექტიანი დანადგარებით უერთდება ქსელს, რაც ზრდის ენერგიის მოხმარებას. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია კრიპტომოპოვების ეფექტიანობის გაზრდა და ელექტროენერგიის ნაკლებად შემცველი ნახშირბადის მქონე ენერგოწყაროებზე გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დამცველების გაფრთხილებით, ნახშირბადის გამონაბოლქვი, რომელიც ბიტკოინის მძლავრი მოპოვებით მიიღება, შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი იყოს გარემოსთვის. მაისში კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა,Tesla-ს აღმასრულებემა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კლიმატური კრიზისის გამო, კომპანიამ მისი მანაქანების შესაძენად ბიტკოინის გამოყენებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის მოპოვება არის ახალი მონეტის შექმნის პროცესი, რომელიც მოიცავს რთული მათემატიკური ალგორითმებისა და თავსატეხების გადასაჭრელად კომპიუტერების გამოყენებას. კრიპტოვალუტა ემყარება დეცენტრალიზებულ ქსელს, რომელსაც მოპოვება ესაჭიროება. ბიტკოინის მოპოვების პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია იმისთვის, რომ საშუალოდ 10 წუთში ქსელში მყოფებმა კომპლექსური პროგრამის დამუშავება შეძლონ. მოპოვების პროცესი ელექტროენერგიის უზარმაზარი ნაწილის გამოყენებით სრულდება, რადგან გიგანტი და მძლავრი სისტემები გამოიყენება მაინერების მიერ ბლოკების მოსაპოვებლად და ტრანზაქციების დასადასტურებლად.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ენერგიის მოხმარების დიდი ნაწილი თავად მოპოვების პროცესზე მოდის. მოპოვების პროცესში ჩართული მაინერები კი ახლად შექმნილ ბიტკოინს იღებენ გაწეული მომსახურებისთვის.