ბიზნესებისა და მთავრობებისთვის Twitter-ი შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ბიზნესებისა და მთავრობებისთვის Twitter-ი შესაძლოა, ფასიანი გახდეს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და Twitter-ის ახალი მფლობელი, ილონ მასკი აღნიშნული სოციალური ქსელის ბიზნესმოდელის შეცვლისა და მთავრობებისა თუ ბიზნესებისთვის პლატფორმით სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საფასურის დაწესების პერსპექტივას განიხილავს.

Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის Twitter-ი ისევ უფასო იქნება, თუმცა ბიზნესებსა და მთავრობებს შესაძლოა, „მცირე გადასახადი“ დაუწესდეთ.

სხვა სოციალური პლატფორმების მსგავსად, Twitter-ის შემოსავლის ძირითადი წყაროც რეკლამებია, თუმცა Facebook-ის, Instagram-ისა და YouTube-ისგან განსხვავებით, კომპანია შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდას ვერ ახერხებს და მას ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ყველაზე დაბალი საბაზო კაპიტალიზაციისა და მოგების მაჩვენებლები აქვს.

აწ უკვე ილონ მასკის კუთვნილ სოციალურ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით 230 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს და ის განსაკუთრებული პოპულარობით აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სარგებლობს. მასკი გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში Twitter-ის ძირითადი პრობლემები მოაგვაროს, მას ახალი სერვისები დაამატოს და მომხმარებელთა რაოდენობის მატების ხარჯზე კომპანიის შემოსავლიანობაც გაზარდოს.

Reuters-ის ინფორმაციით, მასკი პოპულარული ტვიტების მონეტიზაციის გეგმაზეც მუშაობს, თუმცა ამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *