BMW Group-ის მოტორადების ხაზი, BMW Motorrad, სიამაყით აცხადებს საქართველოს ბაზარზე სტრატეგიული გაფართოების შესახებ. მსოფლიო მოტო ინდუსტრიის წამყვანი ბრენდი საქართველოში შემოდის GT Motors-თან პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ უკვე 3 წელია BMW-ს ოფიციალური დილერია და ამ მხრივ წარმატებული პრაქტიკა აქვს. BMW-სა და GT Motors-ის თანამშრომლობის მორიგი ეტაპი სრულ თანხვედრაშია BMW Motorrad-ის სურვილთან, რომ დინამიურ და განვითარებად რეგიონებში მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მოტორადები და განსაკუთრებული გამოცდილება.
ზრდის შესაძლებლობა საქართველოში
საქართველო, სადაც ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული ავტრო ტრანსპორტის მიმართ მაღალი მოთხოვნაა, პერსპექტიულ შესაძლებლობად აღიქმება BMW Motorrad-ისთვის. ბრენდის ამ ბაზარზე შესვლა უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც გლობალური ქსელის გაფართოება და მოტო მოყვარულთა საჭიროებების დაკმაყოფილებაა.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ BMW Motorrad-ს საქართველოში წარვადგენთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ GT Motors-თან პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილება შევქმნათ,“ – განაცხადა ფრედერიკ სტიკმა, BMW Motorrad-ის ევროპის რეგიონისა და იმპორტიორების ხელმძღვანელმა. „GT Motors-ის გამოცდილება და BMW-ს ბრენდისადმი ერთგულება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩვენი პრემიუმ მოტორადების საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებისთვის.“
პარტნიორობა ადგილობრივ გამოცდილ დილერთან
GT Motors-ისა და BMW-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა ქმნის შეუფერხებელი გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების საფუძველს BMW Motorrad-ის მომხმარებლებისთვის. ეს პარტნიორობა დაეყრდნობა GT Motors-ის უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასა და მომხმარებელთა ქსელს, რაც უპირატესობად მიიჩნევა საქართველოს ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისით.
BMW Motorrad-ი საქართველოს ბაზარს ეტაპობრივად შესთავაზებს:
- სპეციალიზებულ სადილერო ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვებს, სერვისს და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს
- BMW Motorrad-ის მოდელების ფართო ასორტიმენტს, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე
- მომხმარებელთა მხარდაჭერისა და მოტორადის მართვის ტრენინგის სრულფასოვან პროგრამებს
GT Motors-თან ერთად საქართველოს ბაზარზე შესვლით, BMW Motorrad აგრძელებს თავისი პოზიციის გაძლიერებას პრემიუმ მოტორადების სეგმენტში. ბრენდისთვის უპირატესია ინოვაციები და ხარისხი, რაც ადგილობრივ მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სრულად გამოცადონ BMW Motorrad-ის ლეგენდარული მოდელების შესაძლებლობები და მათგან გამოწვეული ემოცია.
„BMW Motorrad ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, გამორჩეული თავისი მრავალფეროვანი მოდელებითა და ისტორიით. ჩვენთვის საამაყოა, რომ GT Motors-ს მიენიჭა განსაკუთრებული მისია – საქართველოს ბაზარზე შემოიყვანოს ესეთი გამორჩეულ ბრენდი. ჩვენი კომპანიისთვის ეს კიდევ ერთი სტრატეგიული მიღწევაა BMW Group-თან წარმატებული თანამშრომლობის გზაზე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პოზიციას ქართულ ბაზარზე,“ – განაცხადა თამუნა დიასამიძემ, BMW, MINI და BMW Motorrad-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა.
BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში
BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში უკვე გახსნილია. სხვადასხვა მოდელი უკვე ხელმისაწვდომია TesT Drive-ისთვის და შესაძენად მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 216.
S