
Travel Collection | BRANDVOICE
ჩვენ შესახებ

ბრენდი, რომელიც ქართული ტურისტული გამოცდილებების ერთიან სივრცეში გაერთიანებას ისახავს მიზნად. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს რეგიონებში, ჰქონდეთ უკეთესი ონლაინ ხილვადობა და მომხმარებელთან მისასვლელი უფრო პროფესიონალური, სანდო და უსაფრთხო გზა.
Travel Collection-ის იდეაა, ტურისტული სერვისები მომხმარებელს წარუდგინოს არა უბრალოდ ცალკეული პროდუქტის სახით, არამედ როგორც სრულფასოვანი გამოცდილება. მაგალითად, სასტუმრო, ღვინის ტური, ტრანსპორტი, გასტრონომიული შეთავაზება ან ადგილობრივი აქტივობა შეიძლება გაერთიანდეს ერთ უფრო მიმზიდველ ტურისტულ შეთავაზებად.

