ჯანსაღი ცხოვრების რესურსები

Forbes-WEB-22050906

ჩვენს ცხოვრებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, რთულად გვეჩვენებოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. არსებობს საკითხები, რისთვისაც დრო არ გვრჩება, ინტერესი არ გვაქვს ან უბრალოდ ვერ ვახერხებთ, რადგან ვთვლით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. რა თქმა უნდა, გარეშე ფაქტორები ახდენს გავლენას ჩვენი ცხოვრების რიტმზე, რომელსაც ხშირად ჩვენზე ვერ ვირგებთ, თუმცა ხშირად პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ჩვენც ვერ ვერგებით საკუთარ ცხოვრებას.

ალბათ ყველა ჩვენგანისთვის, თავის დასამშვიდებელ ძირითად მიზეზს დროის უქონლობა წარმოადგენს, რადგან გამუდმებით ვმუშაობთ. ეს უკანასკნელი კი დროის შთანთქვას იმდენად სწრაფად ახერხებს, რომ სიჯანსაღისთვის დრო აღარ რჩება.

მიუხედავად თითქოსდა პესიმისტური და ფართოდ გავრცელებული რეალობისა, ჩვენი ცხოვრების ჯანსაღი რესურსები გამუდმებით თან დაგვყვება, უბრალოდ ვერ ვახერხებთ ამ რესურსების სწორად და შედეგიანად გამოყენებას.

მოდი, რამდენიმე ძირითად საკითხს შევეხოთ, რომლებიც თავისთავად დაგვანახებს, თუ რა რესურსები არსებობს, რომ სწორად და ჯანმრთელობისთვის არასაზიანოდ შევძლოთ ცხოვრების წარმართვა.

მოგვწონს თუ არა, ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ, რომ ციფრულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ჩვენ ფიზიკურ სწრაფ ევოლუციას განვიცდით. ერთი ასეთი  მარტივი და უბრალო მაგალითია მიმოწერის ტექნიკა. კალმისა და ფურცლის დიდხნიანი „მეგობრობა“, ტელეფონმა ჩაანაცვლა, სადაც ყველანაირი მიმოწერა მხოლოდ ცერა თითების გამოყენებით ხდება.  წარმოგიდგენიათ სულ რაღაც 30 წლის წინ რომ გეთხოვათ ადამიანისათვის ცერა თითით რამის დაწერა? არა მგონია კარგი შთაბეჭდილება მოგეხდინათ მასზე… ახლა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, საჭმლის გამოძახება, ნივთის შეძენა, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი  ბილეთის აღება, თანხის გადარიცხვა – ყველაფერი ჩვენი თითებით იმართება, თითქმის უძრავ მდგომარეობაში. აქვე გეტყვით, რომ ქვის ხანის ადამიანს ყველაზე ნაკლებად ცერა თითი ჰქონდა განვითარებული, რადგან უბრალოდ არ სჭირდებობა მისი გამოყენება, ყოველ შემთხვევაში, სანამ სანადირო იარაღის შექმნა არ გახდა საჭირო. ეს ევოლუციაა.

და მაინც, სად არის ჩვენს „სტატიკურ“ ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების რესურსები? თითებში? არა!

ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი  ჯანსაღი ცხოვრებისათვის ძილის ჰიგიენაა. სამწუხაროდ, ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ორგანიზმის დასვენების ყველაზე ბუნებრივ და უწყინარ საშუალებას. ცოტა გვძინავს და გამოსაფხიზლებლად, უმეტეს შემთხვევაში კოფეინისკენ მიგვიწევს გული. არადა, ფიზიკური, მენტალური სიმშვიდისათვის, საშუალო ასაკის ზრდასრული ადამიანისათვის რეკომენდებული ძილის ციკლი 7-დან 9 საათამდე უნდა გრძელდებოდეს. მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. რაც უფრო გვემატება ასაკი, უფრო ნაკლები ძილი გვჭირდება. ძილი არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას უკავშირდება, არის საკვები. ყოველდღიური დატვირთულობიდან გამომდინარე, ხშირად არ გვაქვს ფუფუნება, რომ  ჯანსაღი საკვებით გავინებივროთ თავი, მაგრამ სწორი რაციონის დაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. კვებაზეა დამოკიდებული ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უდიდესი ნაწილი.

მოძრაობა, ანუ ფიზიკური აქტივობა – ამ საკითხის აუცილებლობაზე თეორიულად ყველა ვთანხმდებით. სიჯანსაღე ფიზიკური აქტივობის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმეს განსაკუთრებული ვარჯიშისკენ მოგიწოდებთ, არა, საუბარია უბრალო ფიზიკურ აქტივობაზე. ყველაზე მარტივი მაგალითი, რასაც დიდი სარგებელი მოაქვს, უბრალოდ, სეირნობაა. სიარული უნიკალური პროცესია, რომელიც ორგანიზმს გამოღვიძებაში და ამავდროულად მშვიდად ძილში ეხმარება. ბუნებასთან სიახლოვე, სადაც რეგულარულად გექნებათ სეირნობის საშუალება, საუკეთესო გამოსავალია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად. სისტემატიურად, მინიმუმ, ნახევარ საათს თუ მიუძღვნით საკუთარ ჯანმრთელობას და მშვიდ გარემოში გაისეირნებთ, ეს მხოლოდ სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება თქვენთვის.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს დიდი გავლენა აქვთ ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებაზე. უმთავრეს გავლენას მაინც გარემო ახდენს, რომელსაც ერთი შეხედვით ვერ გავექცევით, თუმცა ალტერნატივებიც არსებობს, რომლებიც ყოველმხრივ ერგება ყოველდღიურობას. კარგად გვესმის, რომ ქალაქში, სადაც კომფორტზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური პირობებია,  რთულია სიჯანსაღეზე ორიენტირებული ცხოვრების წესის დაცვა.

ქალაქის ცხოვრებას რომ არ მოვწყდეთ და ამავდროულად ჯანსაღ ცხოვრებაზე ვიზრუნოთ, საჭიროა ჰარმონიული ბალანსის დაცვა, რომელიც არც ქალაქიდან გადასახლებას გულისხმობს და არც ქალაქის ნაკლებად მიმზიდველ ადგილზე ცხოვრებას.

ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია და თან ქალაქის ცხოვრებას ვერ შორდება, არსებობს ალტერნატივა – ადგილი, სადაც ჯანსაღი ცხოვრების ყველა რესურსია.

ჰიბრიდული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც სიმწვანე და ქალაქის ინფრასტრუქტურა თანაბრად არის წარმოდგენილი, ჩვენს ქალაქშიც არსებობს. ასეთ ადგილებში, გარემოპირებობები მთლიანად მორგებულია სიჯანსაღეს – სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, ფიზიკური აქტივობისათვის განკუთვნილი დიდი ტერიტორია.

ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად,  ბევრი ჩვენგანი ქალაქში, ტბის გარშემო იწყებს ცხოვრებას, თითქმის ყოველი დღე ტბასთან სიახლოვეს მთავრდება. მეგობრებთან, ბავშვებით, ცხოველებით, ველოსიპედებით, ყველანი იქ ვიკრიბებით, სადაც გრილი ჰაერი და სასიამოვნო გარემოა.

ასეთ ადგილას ცხოვრება საკუთარი თავისთვის გაკეთებული ყველაზე დიდი საჩუქარია. იქ, სადაც ბუნება ქალაქში და ქალაქი ბუნებაშია.

ცხოვრება ძალიან კარგია, ჯანსაღად ცხოვრება კი აუცილებელი, ეს შესაძლებელია იქ, სადაც ჯანსაღი ცხოვრების რესურსებია.

გააზიარე