ლისი დეველოპმენტი „International Property Awards 2021“-ის ორი ჯილდო მფლობელია

Forbes-WEB-22012104

„ლისი დეველოპმენტმა“, 2021 წლის ბოლოს International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო. ამჯერად კომპანიამ პროექტით „მწვანე ქალაქი ლისზე“ ნომინაციებში „საქართველოში ლანდშაფტის საუკეთესო არქიტექტურა“ (The best landscape architecture Georgia) და საუკეთესო მდგრადი განვითარების საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში (Best Sustainable Residential Development Georgia) ნომინაციებში გაიმარჯვა.

აღსანიშნია, რომ „ლისი დეველოპმენტის“ პროექტს „მწვანე ქალაქს ლისზე“ წლების განმავლობაში 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. პროექტის კონცეფცია 80/20-ზე მიდგომას გულისხმობს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის 80% გამწვანებისა და სხვა დამატებით ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი და უშუალოდ საცხოვრებელ სახლებს მხოლოდ 20% ეთმობა. ეს კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ადგილობრივ ბაზარზე მის გამორჩეულობას განაპირობებს.

„2020 და 2021 წლები პროექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა და გაყიდვების კუთხითაც ეს წლები რეკორდული იყო. ვთვლით, რომ ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ „მწვანე ქალაქი ლისზე“ იზოლირებულია და ამავე დროს ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა; ასევე ის გარემოება, რომ ჩვენთან დიდი რეკრეაციული სივრცეები, დაბალსართულიანი სახლები და დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებაა, რაც ერთ მოსახლეზე გათვალისწინებულ 150 მ2 თავისუფალი სივრცეს გულისხმობს, საიდანაც 70მ2 გამწვანებულია, რაც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდირებულ სტანდარტს 1.4-ჯერ, ხოლო მინიმალურ სტანდარტს აღემატება 7.7-ჯერ აღემატება“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

„მწვანე ქალაქი ლისზე“ 3 საცხოვრებელი და დამატებით ვილების უბნისგან შედგება. პირველი ორი უბნის მშენებლობა დღეისთვის უკვე დასრულებულია და ფართებიც გაყიდულია. მესამე და ვილების უბნის განვითარება კი აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის მწვანე ქალაქში ლისზე 450-მდე ოჯახი ცხოვრობს, ან გადასვლის პროცესშია.

„საერთაშორისო დაჯილდოება International Property Awards-ში „ლისი დეველოპმენტის“ კიდევ ერთი გამარჯვება მანიშნებელია, რომ განვითარების სწორი სტრატეგია გვაქვს შერჩეული. აქედან გამომდინარე ჩვენი კონკურენტული უპირატესობები საერთაშორისო აღიარებას იპოვებენ. ეს ჩვენთვის მნიშნელოვანი და ამავე დროს გარკვეული პასუხსიმგებლობაცაა, რათა განვითარების ეს მიმართულება და ტემპი შევინარჩუნოთ და მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნავენ „ლისი დეველოპმენტში“.

გააზიარე