Visa | BRANDVOICE

უსაფრთხოება უპირველესად: Visa-ს გამორჩეული სერვისები თაღლითობის წინააღმდეგ

Article#4_1540x1080_GEO

გადახდების ეკოსისტემამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ადამიანების ქცევის ცვალებადობის კვალდაკვალ, ფულის ტრანსფერთან, დაზოგვასა და ხარჯვასთან მიმართებით. ციფრულზე გადაწყობამ უამრავი შესაძლებლობა შექმნა, ფინანსების გაზიარების, გაგზავნის და გამოყენების თვალსაზრისით, გლობალურ, თუ ადგილობრივ დონეზე.

ბაზარზე ჩიპების და პინების, უკონტაქტო გადახდების, ტოკენიზაციისა და სხვა მსგავსი ინოვაციების გამოჩენა ინდივიდებს და ბიზნეს სუბიექტებს შესაძლოა უქმნიდეს განწყობას, რომ მათი ფინანსური უსაფრთხოება გარანტირებულია.  ბოლოს და ბოლოს, უსაფრთხოების, ავტორიზაციისა და დადასტურების ამდენი ეტაპის ფონზე, რასაც ყოველი ტრანზაქციისას გავდივართ, თაღლითობის საფრთხე, ქაღალდის ფულის და მეტალის მონეტების მსგავსად, თითქოს ხომ  წარსულში უნდა რჩებოდეს?

სამწუხაროდ, არა.

მართალია, თაღლითობის შემთხვევები კლებულობს, თუმცა თუ ეს პროცესი მონიტორინგის, შემოწმების და თავდაცვის ზომების მიღმა აღმოჩნდება, ციფრული გადახდების სამყაროც კი შეიძლება დაუცველი გახდეს ფინანსური კრიმინალის ნებისმიერი ფორმის წინაშე. იქნება ეს ონლაინ ჰაკერების დახვეწილი სქემები და ანგარიშებთან დაკავშირებული მანიპულაციები თუ ბარათების კლონირება.

Visa ამ პრობლემასთან გასამკლავებლად დიდ ძალისხმევას მიმართავს, რადგან ციფრული გადახდების ყველაზე უსაფრთხო და სანდო გადახდის შესაძლებლობად ქცევა მისი მიზანია.

ამ მხრივ, ხაზგასასმელია Visa-ს არაერთი გადაწყვეტა. მათ შორის, Visa Risk Manager (VRM), რომელიც რეალურ დროში ხდის შესაძლებელს  მომხმარებლის ინიცირებული ტრანზაქციების დადასტურებას ან უარყოფას. შესაბამისად, Visa-ს კლიენტებს საშუალება აქვთ VRM-ის გამოყენებით განსაზღვრონ ტრანზაქციების ტესტირების, ავტორიზაციისა და უარყოფის საკუთარი წესები. მათ შორის, მიუთითონ მერჩანტის სახელი, კატეგორია, გეოგრაფიული მდებარეობა, ქვითრის ზომა და სხვა არაერთი პარამეტრი. ამ მხრივ, Visa-ს გამოცდილება ცხადყოფს, რომ VRM-ის გამოყენებით პარამეტრების ოპტიმიზაცია, როგორც წესი, კლიენტებს ეხმარება აღადგინონ გადახდების 3-5% ე.წ. ‘false positive’, ანუ ‘ცრუ დადებითი’ უარყოფის გამოყენებით. გარდა ამისა, ეს პლატფორმა ხელს უწყობს თაღლითობის პრევენციასაც, ამცირებს რა დამუშავებული გადახდების მოცულობაში თაღლითობის შედეგად შესაძლო დანაკარგების წილს 0.2%-დან 0.5%-მდე.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში არანაკლებ სასარგებლო ინსტრუმენტია Visa Advanced Authorization (VAA) რეიტინგი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს VRM წესების სიზუსტეს და პროგნოზირებადობას. ეს რეიტინგი თითოეული ტრანზაქციისთვის ადგენს შესაძლო თაღლითობის რისკის დონეს VisaNet-ის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე.

სწორედ სხვადასხვა ბაზარზე „კარგი“ და „ცუდი“ გადახდების ნიმუშების სიღრმისეულმა ანალიზმა შეაძლებინა Visa-ს განევითარებინა მანქანური სწავლების მოდელები, რომლებიც ინიცირებულ ტრანზაქციებს ავტორიზაციის გავლამდე აფასებენ და ანიჭებენ თაღლითობის რისკის კოეფიციენტს.

ამ გადაწყვეტილებების შემუშავება და განვითარება მთლიანი ეკოსისტემის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. შესაბამისად, Visa-ს მიერ დანერგილ თაღლითობის მენეჯმენტის ინსტრუმენტებს სარგებელი მოაქვთ მთლიანად საგადახდო სისტემისთვის.

საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესის, მერჩანტების და ელექტრონული კომერციის განვითარება Visa-ს ფუნდამენტურ ღირებულებად რჩება, ხოლო საკუთარი კლიენტების დაცვა – უპირველეს პრიორიტეტად. სწორედ ამით აიხსნება Visa-ს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია გადახდების დაცულობასა და დემოკრატიზაციაზე.

Visa-ს გუნდის რეკომენდაციები და მარტივი წესები, რომლებიც მომხმარებელმა ფინანსური თაღლითობისგან თავდაცვის მიზნით უნდა გაითვალისწინოს, შემდეგია:

  • საბანკო ბარათი ყოველთვის უსაფრთხო ადგილას შეინახეთ და არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ (განსაკუთრებით საჯარო სივრცეში). ასევე, ეცადეთ, დაამატოთ თქვენი ციფრული ბარათი თქვენივე სმარტფონის „ციფრულ საფულეში“, რადგან უკონტაქტო გადახდები ბიომეტრიულად დაცული მოწყობილობის გამოყენებით საკმაოდ უსაფრთხო მეთოდია.
  • დაიმახსოვრეთ თქვენი ბარათის პინ კოდი და არასდროს გაუზიაროთ ის სხვა პირს, თუნდაც ბანკის წარმომადგენელს. თუკი ვინმე გკითხავთ ბარათის პინ კოდს სატელეფონო საუბრის დროს (თუნდაც მეორე მხარე გარწმუნებდეთ, რომ „თქვენი ბანკიდან“ რეკავს), გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თაღლითს ესაუბრებოდეთ. ამიტომ, უბრალოდ დაასრულეთ საუბარი ტელეფონის გათიშვით.
  • თქვენს ბარათზე SMS შეტყობინებების გააქტიურება იმის გარანტიაა, რომ ყველა ჯერზე მიიღებთ ინფორმაციას, როცა თქვენი ანგარიშიდან რამე ტიპის ტრანზაქცია განხორციელდება.
  • დააწესეთ ხარჯვის მაქსიმალური ლიმიტები თქვენს ბარათზე როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ ტრანზაქციებისთვის.
  • არ გადაუღოთ ფოტო თქვენს ბარათს, განსაკუთრებით მის უკანა მხარეს, სადაც CVV კოდია ასახული.
  • არასოდეს გასცეთ თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია რომელიმე ინტერნეტ მოვაჭრეზე, რომელიც გპირდებათ, რომ სასურველ პროდუქციას ამ ინფორმაციის მიღებისთანავე გამოგიგზავნით.
  • დარწმუნდით, რომ იმ ვებგვერდის URL მისამართის სათავეში, სადაც რაიმე ნივთის შეძენას გეგმავთ, მითითებულია https:// და ზოგადად, ონლაინ შოპინგი ამჯობინეთ ოფიციალურ მერჩანტთან ან სასურველი ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გააზიარე