გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2025 წელს ბრენდები კიდევ უფრო გააძლიერეს და მათი ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდეს. ამას ხელი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინოვაციებმა, ციფრული ეკოსისტემის გაფართოებამ და ინვესტორთა ნდობის ზრდამ შეუწყო.
Brand Finance-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ბრენდს, რომლებმაც 2024-2025 წლებში ღირებულებას ყველაზე მეტი შემატეს. 2024 წელთან შედარებით ამ 10 ბრენდის ღირებულება 450 მილიარდ დოლარზე მეტით არის გაზრდილი. სიაში კი ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ.
რეიტინგის ლიდერი Microsoft-ია, რომლის ბრენდის ღირებულება ერთ წელში 120.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს ზრდა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების, მათ შორის Copilot-ის, დანერგვით იყო განპირობებული.
მას რეიტინგში სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები – Google-ი და Apple-ი – მოჰყვებიან, რომლებმაც ბრენდის ღირებულება, შესაბამისად, 79.5 მილიარდი და 57.9 მილიარდი დოლარით გაზარდეს. Google-მა სარეკლამო შემოსავლების ძლიერი ზრდით ისარგებლა, Apple-მა კი გაფართოებული სერვისებისა და პროდუქტების ეკოსისტემის წყალობით მდგრადობა შეინარჩუნა.
სიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი Nvidia-ა, რომლის ღირებულება 2024 წელთან შედარებით 43.4 მილიარდი დოლარით, 97.5%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიებში თავისი დომინირება განამტკიცა.
საცალო ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Walmart-მა და Amazon-მა. Amazon-მა, რომელიც თავისი ბიზნესების ქოლგის ქვეშ აერთიანებს როგორც ტექნოლოგიებს, ასევე საცალო ვაჭრობას, ბრენდის ღირებულება 47.5 მილიარდი დოლარით გაზარდა. Walmart-ის ბრენდის ღირებულება კი 40.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა TikTok-ის შემთხვევაშიც (21.6 მილიარდი დოლარი).
| კომპანია | ბრენდის ღირებულების ზრდა 2024–2025 ($) | ბრენდის ღირებულება 2024 ($) | ბრენდის ღირებულება 2025 ($) |
|---|---|---|---|
| Microsoft | +120.6 მლრდ | 340.4 მლრდ | 461.1 მლრდ |
| +79.5 მლრდ | 333.4 მლრდ | 413.0 მლრდ | |
| Apple | +57.9 მლრდ | 516.6 მლრდ | 574.5 მლრდ |
| Amazon | +47.5 მლრდ | 308.9 მლრდ | 356.4 მლრდ |
| NVIDIA | +43.4 მლრდ | 44.5 მლრდ | 87.9 მლრდ |
| Walmart | +40.3 მლრდ | 96.8 მლრდ | 137.2 მლრდ |
| TikTok / Douyin | +21.6 მლრდ | 84.2 მლრდ | 105.8 მლრდ |
| +15.7 მლრდ | 75.7 მლრდ | 91.5 მლრდ | |
| State Grid Corporation of China | +14.5 მლრდ | 71.1 მლრდ | 85.6 მლრდ |
| Bank of China | +13.4 მლრდ | 50.5 მლრდ | 63.8 მლრდ |









