ბრენდების ღირებულება ეკონომიკური გარემოს, მომხმარებლების ქცევის, ფინანსური შედეგებისა და კონკურენციის გავლენით მუდმივად იცვლება. 2025 წელი კი ბევრი ცნობილი ბრენდისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.
Brand Finance-ის მონაცემებით, 2024-2025 წლებში ღირებულების ყველაზე დიდი კლება ძირითადად იმ კომპანიებს შეეხო, რომლებიც მომხმარებელზე ორიენტირებულ და ტექნოლოგიურ სეგმენტებში საქმიანობენ. ბაზრის შენელებამ, ხარჯების შემცირებამ და სუსტმა ფინანსურმა დინამიკამ ბრენდების ფასზე პირდაპირი გავლენა მოახდინა.
ყველაზე დიდი დანაკარგით რეიტინგის სათავეში Starbucks-ია, რომლის ბრენდის ღირებულება ერთ წელიწადში 21.9 მილიარდი დოლარით შემცირდა – $60.7 მილიარდიდან $38.8 მილიარდამდე. კომპანიის სირთულეები დაკავშირებულია გაყიდვების კლებასთან და კონკურენციის ზრდასთან, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიცაა ჩინეთი.
Tesla-მ, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდი იყო, 15.3 მილიარდი დოლარის ღირებულება დაკარგვა. ამის მიზეზი ის არის, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში კომპანია ილონ მასკის პოლიტიკური აქტიურობის გამო მზარდი კონკურენციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოწვევების წინაშე დადგა.
ბრენდის ღირებულების კუთხით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ჩინური WeChat-ის (-8.8 მილიარდი დოლარი), იაპონური კონგლომერატის, Mitsui Group-ისა (-6.9 მილიარდი დოლარი) და გერმანული ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ის (-6.4 მილიარდი დოლარი) შემთხვევაშიც.
ჩამონათვალი ნათელყოფს, რომ ყველაზე მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბრენდები დაზარალდნენ, რადგან მომხმარებლებმა ხარჯები შეამცირეს.
თუმცა, ამასთან ერთად, ბრენდის ღირებულების კუთხით კლება განიცადა პროფესიული მომსახურების მიმწოდებელმა ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Ernst & Young-ი, PwC და FedEx-ი, რაც უფრო ფართო ეკონომიკური გაურკვევლობის შედეგია.
| ბრენდი | ბრენდის ღირებულების დანაკარგი 2024–2025 ($) | ბრენდის ღირებულება 2024 წელს ($) | ბრენდის ღირებულება 2025 წელს ($) |
|---|---|---|---|
| Starbucks | -21.9 მლრდ | 60.7 მლრდ | 38.8 მლრდ |
| Tesla | -15.3 მლრდ | 58.3 მლრდ | 43.0 მლრდ |
| -8.8 მლრდ | 41.8 მლრდ | 33.0 მლრდ | |
| Mitsui Group | -7.0 მლრდ | 32.5 მლრდ | 25.5 მლრდ |
| Mercedes-Benz | -6.4 მლრდ | 59.4 მლრდ | 53.0 მლრდ |
| EY | -5.8 მლრდ | 30.8 მლრდ | 25.0 მლრდ |
| FedEx | -5.6 მლრდ | 28.6 მლრდ | 22.9 მლრდ |
| Shell | -4.9 მლრდ | 50.3 მლრდ | 45.4 მლრდ |
| Elevance Health | -4.2 მლრდ | 25.5 მლრდ | 21.3 მლრდ |
| Spectrum | -3.1 მლრდ | 27.5 მლრდ | 24.4 მლრდ |









