BSP-მ საქართველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია

BSP-მ საქართველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია

კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (Black Sea Petroleum – BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც კომპანიისთვის, ისევე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.

ბლექ სი პეტროლიუმი ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. პროექტის ფარგლებში BSP-მ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად შენდება მეორე ეტაპი, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.

შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი, პროექტს უზრუნველყოფს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს BSP-ს, აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.

ბლექ სი პეტროლიუმის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ადგილობრივი წარმოების განვითარებით ჩვენ ვამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას” — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

BSP და Honeywell-ი სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზეც გეგმავენ, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

S