გლობალურმა კრიპტობირჟამ – Bybit-მა, საქართველოში ლიცენზირებული ოპერირების დაწყების შემდეგ, პირველად მიიღო მონაწილეობა ქვეყნის ყველაზე დიდ კრიპტო-ღონისძიებაში — DeGameFi 2025.
DeGameFi 2025-ში Bybit Georgia-ს მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი კრიპტოსაზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ სტუმრებს გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები და მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სპეციალური აქციებით. ასეთი ინიციატივები მიუთითებს Bybit-ის მთავარ პრინციპს — მომხმარებლის დაფასება და მათი ჩართულობის სტიმულირება.
ღონისძიებას ესწრებოდა Mazurka Zeng, Bybit-ის ოპერაციული დირექტორი, რომლის ვიზიტმაც ხაზი გაუსვა როგორც ღონისძიების მნიშვნელობას, ასევე Bybit-ის გლობალურ მხარდაჭერას საქართველოს ბაზრის მიმართ.
“ჩვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი მომხმარებელი და დავამყაროთ ბიზნეს ურთიერთობები. საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში, კრიპტობაზრის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ქვეყანაა. შესაბამისად, ვგეგმავთ სხვადასხვა პროდუქტები დავნერგოთ. საქართველოს ბაზარზე მოქმედებს მოქნილი კრიპტორეგულაციები, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბირჟების საჭიროებებს და ჩვენს პროდუქტებს. მომავალში უფრო გავფართოვდებით და მომხმარებლებს მრავალ სიახლეს შევთავაზებთ.” – Mazurka Zeng, Bybit-ის ოპერაციული დირექტორი.
Bybit Georgia უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაამყარებს ადგილობრივ პოზიციებს, გააფართოებს ეკოსისტემას და მომხმარებლებს შესთავაზებს ინოვაციურ, რეგიონზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
“საქართველო Bybit-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარია, რომელსაც რეგიონულ ჰაბად ვხედავთ. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ აქტიურ განვითარებას და მალე მომხმარებლებს შევთავაზებთ პირველ კრიპტობარათს — Bybit Card-ს. Bybit Card-ი არის გლობალური პროდუქტი, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოშიც. პარალელურად, ვამზადებთ ინოვაციურ კამპანიებსა და ჯილდოს პროგრამებს, რათა მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გამდიდრდეს. გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად ვგეგმავთ საგანმანათლებლო ინიციატივებს, რაც კრიპტოინდუსტრიის შესახებ ცნობიერების ზრდას შეუწყობს ხელს.” – თეკლა იაშაღაშვილი, Bybit Georgia-ს რეგიუნული მენეჯერი.
Bybit Georgia-ს მონაწილეობა DeGameFi 2025-ში კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის გრძელვადიან გეგმებს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ www.bybitgeorgia.ge-ს.
Bybit-ის შესახებ
Bybit-ი სავაჭრო მოცულობით მსოფლიოში მეორე კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელიც 70 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2018 წელს დაარსებული Bybit-ი ახლებურად განსაზღვრავს გამჭვირვალობის მნიშველობას დეცენტრალიზებულ სამყაროში, ქმნის უფრო მარტივ, ღია და თანასწორ ეკოსისტემას. Web3-ზე ფოკუსირებით, Bybit სტრატეგიულად თანამშრომლობს წამყვან ბლოკჩეინ პროტოკოლებთან, ძლიერი ინფრასტრუქტურისა და ქსელური ინოვაციების წასახალისებლად. Bybit, ცნობილი თავისი უსაფრთხო გარემოთი, მრავალფეროვანი სავაჭრო პლატფორმებით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისითა და უახლესი ბლოკჩეინ ინსტრუმენტებით, აერთიანებს TradFi-სა და DeFi-ს, რათა დაეხმაროს დეველოპერებს, ინოვატორებსა და ენთუზიასტებს Web3-ის სრული პოტენციალის გამოვლენაში. შეიტყვეთ მეტი, დეცენტრალიზებული ფინანსების მომავლის შესახებ Bybit.com-ზე.
S