ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ზეწოლა რეპეტიტორების სექტორზე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უფრო ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ბავშვთა განათლების დონის ამაღლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას უკვე საპირისპირო შედეგები აქვს.
China Labor Bulletin-ის მონაცემებით, მხოლოდ აგვისტოში ჩინეთში აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ 8 საპროტესტო ტალღა დაიწყო, რაც ყველაზე დიდი ყოველთვიური მაჩვენებელია საპროტესტო დემონსტრაციებისა 2019 წლის იანვრის შემდეგ.
მაგალითისათვის, შანხაიში არსებული ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ეხმარება, სწორედ ასეთი საპროტესტო ტალღის შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა. გარდა ამისა, რეპეტიტორების სექტორის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ის ფინანსური პრობლემები, რასაც ჩინეთის სკოლები პანდემიის დროსაც აქტიურად ებრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სექტორისათვის რეფორმა ჩაეტარებინა. 100 მილიარდ აშშ დოლარიანი განათლების სექტორში საქმიანობა იმ კომპანიებს აეკრძალათ, რომლებიც სკოლის კურიკულუმს სარგებლის მიღების მიზნით ასწავლიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი ჩინეთის ახალგაზრდების პრეტენზია გახლდათ, რეპეტიტორების მაღალ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, ამის მიზეზი იმ მშობელთა უკმაყოფილებაცაა, რომლებსაც რეპეტიტორებისათვის მაღალი გადასახადების გადახდა უწევთ იმის შიშით, რომ მათი შვილები გამოცდებს ვერ ჩააბარებენ დამატებითი გაკვეთილების ჩატარების გარეშე.