„ჩვენ ვართ ენერგია სიცოცხლისთვის“ – ამ გზავნილით რომპეტროლი საკუთარ განახლებულ ბრენდის ხედვას საზოგადოებას აქტიურად უზიარებს. კამპანია უსვამს ხაზს, რომ ენერგია კომპანიისთვის მხოლოდ საწვავი არ არის. ეს არის ძალა, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად მოძრაობაში, შთაგონებასა და წინსვლაში ეხმარება.
კომპანია დაარსების დღიდან ორიენტირებულია არა მხოლოდ ავტომობილების გადაადგილებაზე, არამედ მგზავრობის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. რომპეტროლის ხედვით, გზაზე გატარებული თითოეული მომენტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დანიშნულების ადგილი. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ბენზინგასამართი სადგურების განახლებული კონცეფცია და მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო.
ამ გამოცდილების ნაწილია hei & coffee სივრცეები, ადგილი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეისვენონ, წაიხემსონ და დააგემოვნონ ჰეის არომატული ყავა, აღიდგინონ ენერგია და გზა განახლებული შემართებით განაგრძონ. ეს არის კომფორტზე, ხარისხსა და პოზიტიურ ემოციებზე დაფუძნებული გარემო, რომელიც ყოველდღიურ მგზავრობას დამატებით ღირებულებას სძენს.
ბრენდის ახალი დაპირება „ენერგია მდგრადი ცხოვრებისთვის“ ასახავს კომპანიის ღირებულებებსა და განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას. რომპეტროლი აგრძელებს განვითარებას იმ მიზნით, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს არა მხოლოდ ავტომობილის გადაადგილებისათვის აუცილებელი პროდუქტი, არამედ ენერგიით სავსე გამოცდილება ყოველდღიური მგზავრობისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.
შეგახსენებთ, რომ „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ყაზმუნაიგაზ ინთერნეიშენალის“ (KazMunayGas International) მთავარ ბრენდს, რომელიც ბიზნესის ოპერირებას 2 კონტინენტის 11 ქვეყანაში ახორციელებს, რაც მას რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგო ხიდად აქცევს. ჯგუფის 5,000-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმებულია სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებზე, დაწყებული ნავთობის გადამუშავებითა და ნავთობ ქიმიკატების წარმოებით, ნედლი ნავთობის გადაზიდვითა და ჭაბურღილების მომსახურებით და დამთავრებული საწვავის სადისტრიბუციო ქსელით შავი ზღვის აუზის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვის რესპუბლიკა. ჯგუფი ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას „პეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე ამ ტიპის ობიექტს რეგიონში და რომლის წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომიდია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ – ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს საქართველოში, რომელიც ქსელს უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწვავით ამარაგებს.
S












