Coca-Cola აშშ-ში ახალ პროდუქტში ლერწმის შაქარს გამოიყენებს

Coca-Cola აშშ-ში ახალ პროდუქტში ლერწმის შაქარს გამოიყენებს

Coca-Cola-ს განცხადებით, ამერიკულ ბაზარზე შემოდგომაზე გამოუშვებს ახალ პროდუქტს, რომელშიც ლერწმის შაქრი იქნება გამოყენებული – და არა დიდი დოზით ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფი, რომელსაც ამერიკულ ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქტში იყენებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეცეპტით Coca-Cola უკვე წლებია, მექსიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება.

კომპანიის განმარტებით, ახალი პროდუქტი არსებულს არ შეცვლის, არამედ Coca-Cola-ს ძირითადი პორტფელს დაემატება და მომხმარებლებს, გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით, მეტ არჩევანს შესთავაზებს.

გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას Truth Social-ზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის წერდა, რომ Coca-Cola-ს წარმომადგენლებს ამერიკულ პროდუქტში ლერწმის შაქრის გამოყენებაზე ესაუბრა და მათგან თანხმობა მიიღო. თუმცა მაშინ Coca-Cola-მ ინფორმაცია არ დაადასტურა.

მიუხედავად ცვლილებისა, კომპანიის გადაწყვეტილება Coca-Cola-ს ამერიკული ვერსიიდან სიმინდის სიროფის სრულად ამოღებას არ გულისხმობს, რაც აგრარულ სექტორზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. სიმინდის გადამმუშავებელთა ასოციაცია განცხადებით, დიდი დოზით ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფის პროდუქტიდან ამოღება აშშ-ის საკვებისა და სასმელების ინდუსტრიაში ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა და ფერმერებს დაახლოებით 5.1 მილიარდი დოლარით დააზარალებდა.