Coinbase პირველი კრიპტოკომპანიაა, რომელიც Fortune 500-ის სიაში აღმოჩნდა

Coinbase პირველი კრიპტოკომპანიაა, რომელიც Fortune 500-ის სიაში აღმოჩნდა

Fortune-ის 500 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგში ისტორიაში პირველად აღმოჩნდა კრიპტოკომპანია – Coinbase.

ზემოხსენებული კრიპტო-ბირჟა აშშ-ში 2012 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრეიდინგ პლატფორმად იქცა.

2021 წლის აპრილში უოლ-სტრიტზე, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე წარმატებით შედგა Coinbase-ის დებიუტი – პირველადი საჯარო შეთავაზების დღეს (IPO) კომპანიამ $86-მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია.

Coinbase-ის შემოსავლის ძირითადი წყარო სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციებიდან მიღებული საკომისიოა. გასულ წელს კომპანიის საერთო შემოსავალმა 7.84 მილიარდი დოლარი შეადგინა, Fortune-ის სიაში მოხვედრისათვის საჭირო მინიმალური ზღვარი კი $6.4 მილიარდია.

აღსანიშნავია, რომ IPO-ს შემდეგ Coinbase-ის აქციების ღირებულება თითქმის 82%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია კრიპტოაქტივების ფასების ვარდნასთან და, ზოგადად, ციფრული აქტივებით ტრეიდინგის მიმართ მოსახლეობის ინტერესის კლებასთან.

გავლენიანი ბიზნეს-გამოცემა Fortune აღნიშნულ რეიტინგს 1955 წლიდან აქვეყნებს და ის აშშ-ის 500 უმსხვილეს კომპანიას მოიცავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.