„Creed III“-ის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $58 მილიონს გადააჭარბა

„Creed III“-ის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $58 მილიონს გადააჭარბა

MGM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „Creed III“-ის შემოსავალმა ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში დებიუტისას, გასული პარასკევიდან კვირის ჩათვლით, 58.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მოლოდინს დაახლოებით $20 მილიონით გადააჭარბა და კინოსურათმა „Creed“-ის ფილმებს შორის რეკორდი დაამყარა.

Variety-ის თანახმად, კინოს ექსპერტები „Creed III“-ის მიერ საშინაო დებიუტისას 36-დან 40 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავლის მიღებას ელოდნენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Box Office Mojo-ს მიხედვით, 2015 წელს გამოსული „Creed“-ის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა 29.6 მილიონი შეადგინა, 2018 წელს გამოსული „Creed II“-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $35.5 მილიონს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ „Creed III“-ით სარეჟისორო კარიერაში მაიკლ ბი ჯორდანის დებიუტი შედგა, რომელიც ფილმში ამ ფილმში თავადვე მონაწილეობს.

„Creed“-ის ფილმები „Rocky“-ის ფრენჩაიზის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებში გადაღებული კინოსურათების სცენარის ავტორიც სილვესტერ სტალონეა. ის ასევე არის ამ ფილმებში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი და „Rocky II“-ის, „Rocky III“-ისა და „Rocky Balboa“-ს რეჟისორი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *