საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებული ინვესტორებისთვის საინტერესო გამოწვევა იწყება – გალტ & თაგარტის სავაჭრო პლატფორმაზე – GTtrader.ge სტარტს იღებს თრეიდინგის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიები და ბაზრის შესახებ ცოდნა გამოსცადონ.
ჩემპიონატი 20 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებს კი შესაძლებლობა აქვთ მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ჩაერთონ ჩემპიონატში და დაამტკიცონ, რომ საუკეთესო თრეიდერები არიან.
მთავარი მიზანი მარტივია – მიაღწიო ყველაზე მაღალ პროცენტულ მოგებას და მოიპოვო გამარჯვება.
საპრიზო ფონდი $20,000-ია, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:
- I ადგილი – $10,000
- II ადგილი – $5,000
- III ადგილი – $3,000
გარდა ამისა, დასაჩუქრდება ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი – თითოეული $1,000-ს მიიღებს.
GTtrader.ge-ზე განთავსებული ლიდერბორდი რეალურ დროში განახლდება, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს და სხვა თრეიდერების შედეგებს შეადარონ.
„თრეიდინგის ჩემპიონატი არ არის მხოლოდ შეჯიბრი — ეს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების გზაა. მონაწილეები უკეთ გაეცნობიან ბაზრის დინამიკას, შეიმუშავებენ სტრატეგიებს და რეალურ გარემოში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს”, – ამბობენ გალტ & თაგარტში.
თუ ფინანსური ბაზრები შენი ინტერესის სფეროა და გსურს, საკუთარი უნარები გამოცადო, ეს ჩემპიონატი შენთვისაა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: GTtrader.ge
S