დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს – ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი სტუდენტებთან გამართავს.

შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრი ოპერაციების კვლევაში.

ლევან ფავლენიშვილი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს, მათ შორისაა: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევან ფავლენიშვილმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე.  შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

S