Defender Experience 2025: ჯი-თი მოტორსმა ზემო აჭარაში Off-Road ტური მოაწყო

Defender Experience 2025:  ჯი-თი მოტორსმა ზემო აჭარაში Off-Road ტური მოაწყო

კომპანია ჯი-თი მოტორსმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა უკვე ყოველწლიურ, ტრადიციად ქცეულ Off-Road ტურს Defender Experience 2025. აღნიშნული ღონისძიება დიდი მოთხოვნისა და მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების გათვალისწინებით, უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანი Defender Community-ის გაფართოებაა. ტურმა, რომელიც 5-7 სექტემბერს ზემო აჭარის რეგიონში გაიმართა, Land Rover-ის არსებულ მომხმარებლებსა და Defender-ის გამოცდილებით დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებლებს საშუალება მისცა ბოლომდე აეთვისებინათ, შეეგრძნოთ და აღმოეჩინათ ავტომობილის პოტენციალი.

წლევანდელ ტურში პირველი დანიშნულების ადგილი ზემო აჭარა იყო. ღონისძიებაში 150-მდე ავტომობილი მონაწილეობდა, რომელთაგან უმეტესობა Defender Community-ის წევრებს ეკუთვნოდათ. ნაწილი კი,  ჯი-თი მოტორსმა თავად შესთავაზა სატესტოდ ტურის მონაწილეებს. მათ შორის იყო ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული მოდელები: Defender 90, 110, 130 და Defender OCTA.

ჯი-თი მოტორსი ღონისძიების ფარგლებში მასპინძლობდა Land Rover-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს – სერთიფიცირებულ ინსტრუქტორებს, რომელთა გამოცდილებამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა მომხმარებლებისთვის Off-Road თავგადასავალი. ასევე, ტურის წარმატებით წარმართვაზე ორგანიზატორებთან ერთად JLR-ის (Jaguar Land Rover) სათავო ოფისის წარმომადგენლებმა იზრუნეს.

თავდაპირველად, Defender-ების კოლონა თბილისიდან დაიძრა. Off-Road ტურის პირველი ნაწილი მწვანე ტბაზე მოეწყო და ტურის მონაწილეებმა მრავალფეროვან რელიეფზე ავტომობილების შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოცადეს, პარალელურად კი ორგანიზატორებმა სტუმრებს ულამაზესი ატმოსფერო და სპეციალურად ორგანიზებული პიკნიკი და აჭარული კერძები შესთავაზეს. ტურის მეორე ნაწილში ავტომობილების შესაძლებლობების გამოცდა და აღმოჩენა გოდერძის უღელტეხილზე ბათუმის მიმართულებით გაგრძელდა. სამდღიანი ღონისძიება სწორედ ბათუმში დასრულდა და მის ყველა დეტალსა და ვიზუალურ ნაწილში გამოხატული იყო Defender-ის ხასიათი.

„ეს ტური ჩვენთვის უკვე განსაკუთრებულ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებსა და მათ, ვისაც სურს Defender-ის სპეციფიკა შეისწავლოს და დაუმეგობრდეს ამ ავტომობილს. წელს კვლავ მოვახერხეთ მოგვეწყო ღონისძიება, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავდა Defender-ის ხასიათსა და ეკოსისტემას, რომელშიც ის უნდა ცხოვრობდეს – ეს არის ბუნება და თავისუფლების მაღალი ხარისხი. ჩვენთვის, ჯი-თი მოტორსისთვის საამაყოა, რომ ჩვენი კომპანია უკვე ძალიან ინტენსიურად სთავაზობს ქართველ მომხმარებელს მსოფლიო ბრენდებთან დაკავშირებულ უნიკალურ გამოცდილებებს და აღსანიშნავია, რომ ჩვენს აქტივობებში ძალიან დიდი წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს“ – აცხადებს ელლა კამლაძე, ჯი-თი მოტორსის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Defender Experience 2025-ის გენერალური პარტნიორი წელს „საქართველოს ბანკი“ იყო, ხოლო მხარდამჭერი სადაზღვევო ჯგუფი „ალდაგი“.

S