Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

ფოტოები: გიორგი ნაკაშიძე და ნიკა ჭახრაკია

 

4 სექტემბრის დილას თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით 350 ადამიანი და 150 DEFENDER-ი დაიძრა. კოლონამ გეზი თრუსოს ხეობისკენ აიღო, სადაც ბრენდის მთავარი ხასიათიც გამოჩნდა. DEFENDER-ი იქცა მედიუმად, რომელიც ადამიანებს სირთულეების მიუხედავად ახალი ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. „ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგის გუნდმა გადაწყვიტა, რომ ეს ღონისძიება მემკვიდრეობის დაცვის მოტივით დაეტვირთა და DEFENDER-ი ერთგვარად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლების პროცესში ჩართო. ღონისძიების კონცეფცია, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო Mozaika-მ იმუშავა, ითვალისწინებდა არამხოლოდ ლანდშაპტების ათვისებას, არამედ ამ ადგილების ისტორიულ შრეებში ჩასვლასაც.

ამ თავგადასავლის მთავარ ლაიტმოტივად იქცა 1877 წელს სტეფანწმინდასთან აღმოჩენილი „ყაზბეგის განძი“. ეს არის დაახლოებით 200 უძველესი არტეფაქტი, რომელთა ნაწილიც დროთა განმავლობაში დაიკარგა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიფანტა. კულტურული მეხსიერების ეს ფრაგმენტები „ჯი-თი მოტორსის“ ინიციატივის მთავარი შთაგონება გახდა.

პირველი დღე თრუსოს ხეობაში, ოფროუდთან ერთად ეთნოგრაფიულ თავგადასავალს და გასტრონომიულ ტრადიციებს მოიცავდა. იქ ტრადიციული მთიულური ლუდი მოხარშეს და მოამზადეს მოხევური ხინკალი. მთის ჰაერით დამუხტული დღის შემდეგ, საღამოს მონაწილეები Rooms Hotel Kazbegi-ს ეზოში შეიკრიბნენ, სადაც გაცვალეს ისტორიები ყაზბეგური ლეგენდების შესახებ. მეორე დღე ჰარმონიული ენერგიით წარიმართა. კავშირი ბუნებასთან – იოგა ღია ცის ქვეშ, ბგერითი თერაპია და ასტროლოგიური ვორქშოპი – ეს ყველაფერი სიახლე იყო DEFENDER Community-ს ღონისძიებების ხშირი სტუმრებისთვის. ტურის მონაწილეთა ნაწილმა ელიას მთაზე ცხენებითაც ისეირნა, საღამო კი გალა ვახშმით დაგვირგვინდა.

2008 წლიდან, „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში JLR-ის (Jaguar, Land Rover) ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია. Defender Experience 2026 SOLO-სა და სადაზღვეო კომპანია ალდაგის პარტნიორობით შედგა. მასში კომპანიის მიერ შექმნილი DEFENDER Community-ს წევრებთან ერთად, Jaguar Land Rover-ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება დიდი მოთხოვნისა და მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების გათვალისწინებით, უკვე მეოთხედ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება კი იქცა თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ იყენებს „ჯი-თი მოტორსი“ კრეატიულ მიდგომებსა და ბრენდის ფილოსოფიას უფრო დიდი მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში ეს დიდი მიზანი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება და დაცვა იყო.

S