სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4 პროცენტით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას — მიმდინარე წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან 2 პროცენტი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, 1.6 პროცენტზეა.
თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ფეხსაცმელი გაიაფდა – ფასები 4.6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების შეძენა 2.9%-ით გაიაფდა. მეორე მხრივ კი, ფასები სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე 2.7%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წლიურ ჭრილში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში – ზრდამ 8% შეადგინა. მათ შორის თევზეული 18.4%-ით გაძვირდა, ხილი და ყურძენი – 15%-ით, პური და პურპროდუქტები – 14.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო, ასევე ზეთი და ცხიმი – 10.1%-ით. გარდა ამისა, ხორცი და ხორცის პროდუქტები 7.6%-ით გაძვირდა, რძის, კვერცხისა და ყველის ფასი კი 7%-ით გაიზარდა.











