კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. 12-14 სექტემბერს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, ტრადიციულად ბათუმში გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ორგანიზატორები ამ რიცხვის გამეორებას გეგმავენ.
დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.
ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა აქვს, რომლის გარშემოც იქნება აწყობილი როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოტურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული. ფესტივალის ვიზუალებზე ვხედავთ იკონური სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის “დაზიანებული” და გადააზრებული. DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.
“DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა და შევეცდებით ჩვენი სათქმელი მკაფიოდ მივიტანოთ ფესტივალის აუდიტორიამდე.”
„წლიდან წლამდე Ad Black Sea იზრდება და ვითარდება. სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნიდან ინტერესდებიან ამ სფეროს წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლით და ფესტივალზე დასწრებით, შესაბამისად ჩვენი აუდიტორიაც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ჩვენც ყოველ წელს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ერთგული სტუმრების წინაშე, არ გავუცრუოთ იმედები და ამ სამი დღის განმავლობაში შევუქმნათ დაუვიწყარი გამოცდილება, მივცეთ საჭირო ცოდნა და დავეხმაროთ როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო პროფესიული კონტაქტების შეძენაში.
როგორც ყოველთვის, წლევანდელი პროგრამაც შედგება საგანმანათლებლო ნაწილისგან, ჩვენი პარტნიორი ბრენდების აქტივობებისგან, წვეულებების და დაჯილდოების ცერემონიისგან.
სცენაზე ვიხილავთ ისეთი ბრენდების და სააგენტოების წარმომადგენლებს, ვისი მოსმენა და გაცნობაც ვფიქრობ, ძალიან დიდი ღირებულების მომტანი იქნება ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.
ჩვენთან ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს კი ვიმედოვნებ, რომ ღირსეულად გავაცნობთ ჩვენი რეგიონის პოტენციალს.” – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.
შარშანდელის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.
“წლედვანდელი პროგრამა დახუნძლულია ისეთი სპიკერებით, ვის მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიების გამოც გვიყვარს ეს ინდუსტრია და ვის ნამუშევრებსაც რეფერენსაც ვიშველიებთ ხოლმე ყოველდღიურ საქმიანობაში. ასეთი ლეგენდარული კამპანიების შემქმნელებისგან პირველ პირში ამბის მოსმენა, ყოველთვის უდიდესი შთაგონების და მოტივაციის წყაროა.
მაგალითად, სცენაზე ვიხილავთ ესპანელ Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად თვლის რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მის კარიერაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა კამპანიამ ორგანოების დონაციის შესახებ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამის შემდეგ დააფუძნა Activista და ახლა ბრენდებს ეხმარება უკეთესი სამყაროს შექმნაში. გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომელიც ესპანეთში მოღვაწობს და მის ანგარიშზე 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა. Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება, გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილი იქნება ციფრული მარკეტინგის ვეტერანის გამოსვლაში. სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინას შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან პრი საქართველოს ისტორიაში, უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB), და რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ. “ – თამარ ცინცაძე.
ფესტივალს წელსაც ის ბრენდები უჭერენ მხარს, ვისთვისაც კრეატიული ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანია. ფესტივალის გუნდთან ერთად, თითოეული მათგანი უამრავ საინტერესო გამოცდილებას უმზადებს ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს.
ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.
უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.
მედია პარტნიორები: ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge; At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG ; Marketer.ge
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.adblacksea.com 11 სექტემბრამდე. S