13 სექტემბერს, დილით, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო მომსახურების გამოფენის ფარგლებში, პეკინში ჩატარდა “2024 წლის პეკინის საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია,” რომელიც ორგანიზებული იყო ჩინეთის კლინიკების ასოციაციის მიერ. წლევანდელი თემა იყო “ახალი პროდუქტიული ძალების განვითარება, გლობალური ჯანდაცვის საზოგადოების შექმნა,” რომელიც ხაზს უსვამდა გლობალურ ინიციატივებს ჯანდაცვის ინოვაციებსა და თანამშრომლობაში.
კონფერენციას ესწრებოდნენ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის: ინ ლი – CPC ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრი და პეკინის მუნიციპალური კომიტეტის მდივანი, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მდივანი და დირექტორი ლეი ჰაიჩაო. ისინი მოხსენებით გამოვიდნენ სხვა ლიდერებთან ერთად და განავრცეს ისეთი თემები, როგორიც არის სერიოზული დაავადებების პრევენცია, ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი მედიცინაში და ინოვაციები ჯანდაცვის ტექნოლოგიებში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დიალოგი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის, რომელიც მოიცავდა სამედიცინო ტექნოლოგიების სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. მათ ასევე განიხილეს გლობალური ჯანდაცვისა და კეთილდღეობის განვითარების სამომავლო გეგმები. საინფორმაციო სესიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო “ციფრული ჯანდაცვის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კვლევითი ანგარიშის” ოფიციალური გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, იმის აღსაღნიშნავად თუ რამდენად დიდი როლი აქვს კომუნიკაციას ჯანდაცვის განვითარებაში.
ციფრული ჯანდაცვის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კვლევითი ანგარიშის გამოქვეყნება
ანგარიშზე ერთობლივად იმუშავეს ჩინეთის კლინიკების ასოციაციამ, ჯანდაცვის კომუნიკაციის ინდექსის კვლევითმა ინსტიტუტმა და ჩინეთის ჯანდაცვის ტელევიზიამ (CHTV), რომელიც წარადგინა ჯანდაცვის კომუნიკაციის ინდექსის კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ექსპერტმა, პროფესორმა ლიუ ჟიმინმა. პროფესორის თქმით, ანგარიშის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩინეთში, რაც თანხვედრაში მოდის „ჯანსაღი ჩინეთის“ ინიციატივის ფართო მიზნებთან. მისი ძირითადი მიზანია, ეფექტური კომუნიკაციის დახმარებით საზოგადოებაში ჯანდაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება, დაავადებების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ლობირება და რჩევები, თუ როგორ უნდა მოხდეს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა.
საზოგადოებაში, ჯანმრთელობასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ცოდნის განვითარებისთვის, აუცილებელია მისი ისეთი ენით გადმოცემა, რომელიც ყველასთვის გასაგები და რელევანტური იქნება. პროფესორ ლიუს განმარტებით ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება გულისხმობს სამედიცინო ინფორმაციის გამარტივებასა და მის გარდაქმნას ხელმისაწვდომ, პრაქტიკულ ინფორმაციად. ეფექტური კომუნიკაცია გავლენას მოახდენს საზოგადოების აღქმებსა და დამოკიდებულებების ფორმირებაზე, გააუმჯობესებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხელს შეუწყობს დაავადებების პრევენციას და შეამცირებს მოსახლეობაში მათ გავრცელებას.
ჯანდაცვის კომუნიკაციის ინდექსი: სამეცნიერო მიდგომა
ანგარიში ეყრდნობა ჯანდაცვის კომუნიკაციის ინდექსს – რევოლუციურ მოდელს, რომელიც სრულფასოვნად აფასებს ჯანდაცვის კომუნიკაციის ეფექტურობას, მის მნიშვნელობასა და მათ გავლენას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცოდნასა და ქცევებზე. სხვადასხვა კომუნიკაციის არხების—ტელევიზიის, ონლაინ პლატფორმებისა თუ სოციალური მედიის ეფექტურობაზე დაყრდნობით, მოდელი გვთავაზობს საერთო სურათს იმის შესახებ, თუ როგორ იღებს და იყენებს საზოგადოება ინფორმაციას ჯანდაცვაზე.
“ციფრული ჯანდაცვის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კვლევითი ანგარიშის” საჭიროება მრავალმხრივია:
სამეცნიერო შეფასება: ინდექსის მოდელი ერთიანად აფასებს ჯანდაცვის ინფორმაციის გავრცელებასა და მისი მიღების დონეს. ის გვთავაზობს მკაფიო და გასაგებ მაჩვენებლებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფო კანონმდებლებმა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა და ფართო საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერება: ანგარიში აიდენტიფიცირებს ხარვეზებს ჯანდაცვის კომუნიკაციის მიმდინარე პრაქტიკებში და სთავაზობს მიზნობრივ გაუმჯობესებებს, რომლებიც გააძლიერებს მათ გავრცელებასა და სანდოობას. ეს უზრუნველყოფს, რომ ჯანდაცვის კომუნიკაცია იყოს მეცნიერულად დადასტურებული და ეფექტური.
ჯანდაცვის კომუნიკაციის ეკოსისტემის ოპტიმიზაცია: ანგარიში ასევე წარმოადგენს დინამიურ მონიტორინგის სისტემას, რომელსაც შეუძლია მაშინვე აღმოაჩინოს არასწორი ინფორმაცია და აღმოფხვრას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისები. მეცნიერებასთან დაკავშირებული ფსევდო ინფორმაციის გავრცელებაზე წინასწარი შეტყობინების მიწოდებით, სისტემა ეხმარება ჩართულ მხარეებს შესაძლო გამოწვევების აღმოფხვრაში, რაც უზრუნველყოფს დროული და ზუსტი სტრატეგიის შექმნას რეაგირებისთვის.
ჩინეთის მომავლის ფორმირება: ახალი ეტაპი ჯანდაცვის კომუნიკაციასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში
„ციფრული ჯანდაცვის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კვლევითი ანგარიშის“ გამოქვეყნება სიახლეს წარმოადგენს ჩინეთისთვის, რომ უზრუნველყოს უფრო ჯანმრთელი საზოგადოება. უახლესმა პრაქტიკულმა კვლევებმა, რომელიც მოიცავდა აქტიური კომუნიკაციის სტრატეგიების კომბინირებას, აჩვენა, რომ ანგარიში არის მკაფიო გზამკვლევი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნობიერების გაუმჯობესებისთვის და უზრუნველყოფს უფრო აქტიური, ჯანსაღად მოაზროვნე მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობას.
ამ კვლევით მიღებული შეხედულებები მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა მიაღწიონ „ჯანსაღი ჩინეთის“ მიზნებს, რომელიც მოიცავს დაავადებების შემცირებას, მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ქვეყნის წინსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებს, ჯანდაცვის ექსპერტებსა და ისეთ მედია პლატფორმებს შორის, როგორიცაა CHTV. ეს ყოველივე უზრუნველყოფს ისეთი მომავლის ფორმირებას, სადაც სამედიცინო განათლება უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნება, ვიდრე არასდროს.