დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები და მათი ქონება

დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები და მათი ქონება

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება აშშ-ის ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს აღწევს, პრეზიდენტის სიმდიდრის გამოკლების შემთხვევაშიც. კაბინეტი კი უოლ-სტრიტის ორი ფინანსისტის, რამდენიმე ყოფილი გენერალური დირექტორის, ტელეწამყვანისა და კარიერით მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისგან შედგება.

როგორც გამოცემა წერს, 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპი დეტროიტთან ახლოს გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა. მის მარჯვნივ მჯდომმა მილიარდერმა ჰოვარდ ლუტნიკმა, აუდიტორიას აუხსნა, თუ როგორი ხალხის მიყვანა ჰქონდა ტრამპს განზრახული თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემთხვევაში.

„ქვეყნის საუკეთესო ბიზნესლიდერები, საუკეთესო პოლიტიკოსები,“ — აღნიშნა ლუტნიკმა. „ისინი მას ერთგულად ემსახურებიან, მიჰყვებიან მის პოლიტიკას და ეს იქნება ყველაზე გამორჩეული მთავრობა, რაც კი ოდესმე გინახავთ.“

ახლა კი ტრამპის გვერდით ძირითადად უოლ-სტრიტის გავლენიანი ფიგურები და Fox News-ის ვარსკვლავები სხედან. განსაკუთრებით თვალშისაცემია მათი სიმდიდრე: Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის $5.5 მილიარდის გამოკლებით, ტრამპის კაბინეტის წევრების საერთო ქონება $7.5 მილიარდს აღწევს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლისთვის მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდის კაბინეტის $3.2-მილიარდიან ქონებას. შედარებისთვის, ჯო ბაიდენის 2021 წლის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება მხოლოდ $110 მილიონს შეადგენდა.

ამ სიმდიდრეში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის დეპარტამენტის მდივან ჰოვარდ ლუტნიკსა და განათლების დეპარტამენტის მდივან ლინდა მაკმაჰონზე მოდის — ორივე მათგანი მილიარდერია. მათ გარდა, სამი მინისტრი მინიმუმ $100-მილიონიან ქონებას ფლობს. მათ შორისაა: ფინანსთა დეპარტამენტის მდივანი სკოტ ბესენტი, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანი დაგ ბურგამი და ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი კრის რაიტი.

ტრამპის კაბინეტში ასევე არიან მეწარმეები, მაგალითად, შრომის დეპარტამენტის მდივანი ლორი ჩავეს-დერემერი, რომელიც $35 მილიონად შეფასებულ ქონებას ფლობს. კაბინეტში კარიერით ერთადერთი პოლიტიკოსი კი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიოა, რომელიც 11 მილიონერ მინისტრთაგან ერთ-ერთია, თუმცა ქონებით სიაში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები და მათი ქონება:

სახელიასაკითანამდებობაქონება
დონალდ ტრამპი79პრეზიდენტი$5.5 მილიარდი
ჰოვარდ ლუტნიკი64ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი$3.3 მილიარდი
ლინდა მაკმაჰონი76განათლების დეპარტამენტის მდივანი$3.3 მილიარდი
სკოტ ბესენტი62ფინანსთა დეპარტამენტის მდივანი$600 მილიონი
დაგ ბურგამი69შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანი$100 მილიონზე მეტი
კრის რაიტი60ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი$100 მილიონი
ლორი ჩავეს-დერემერი57შრომის დეპარტამენტის მდივანი$35 მილიონი
ბრუკ როლინსი53სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივანი$15 მილიონი
რობერტ ფ. კენედი უმც.71ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მდივანი$15 მილიონი
ჯეი.დი. ვენსი41ვიცე-პრეზიდენტი$12 მილიონი
პამ ბონდი59გენერალური პროკურორი$5 მილიონი
კრისტი ნოემი53შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი$5 მილიონი
შონ დაფი53ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი$5 მილიონი
სკოტ ტერნერი53საცხოვრებელი და ურბანული განვითარების დეპარტამენტის მდივანი$4 მილიონი
პიტ ჰეგსეტი45თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი$3 მილიონი
მარკო რუბიო54სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი$2 მილიონი
დაგ კოლინსი58ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის მდივანი$1 მილიონი