e.l.f. Beauty ჰეილი ბიბერის კანის მოვლის კომპანია Rhode-ს $1 მილიარდად შეიძენს

e.l.f. Beauty ჰეილი ბიბერის კანის მოვლის კომპანია Rhode-ს $1 მილიარდად შეიძენს

კალიფორნიაში დაფუძნებულმა საჯაროდ დალისტურმა კოსმეტიკურმა კომპანიამ, e.l.f. Beauty-მ, ამერიკელი მოდელის ჰეილი ბიბერის კანის მოვლისა და მაკიაჟის მწარმოებელი კომპანიის, Rhode-ს შესყიდვა დააანონსა. გარიგების პოტენციური ღირებულება $1 მილიარდია.

შეთახმების თაანხმად, Rhode-ის შესყიდვაზე დადებული გარიგება $600 მილიონის ნაღდ ანგარიშსწორებას და $200 მილიონის ღირებულების e.l.f. Beauty-ს აქციებს მოიცავს. დარჩენილ $200 მილიონს კი ბიბერი კომპანიის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ზრდის საფუძველზე მიიღებს. კომპანიის ინფორმაციით, გარიგება ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში დასრულდება.

გარიგების პირობებით, 27 წლის ბიბერი კომპანიაში მთავარი კრეატიული დირექტორისა და ინოვაციების ხელმძღვანელის პოზიციას შეინარჩუნებს. ბიბერი გარიგებიდა, სავარაუდოდ, ცხრანიშნა თანხას მიიღებს, თუმცა უცნობია, კომპანიაში რა წილი ეკუთვნის მას.

ჰეილი ბიბერმა Rhode-ი 2022 წლის ზაფხულში ლოს-ანჯელესში დააფუძნა და პოპულარობა მცირე ხანში, ნაწილობრივ მისი ცნობადობიდან გამომდინარე, მოიპოვა. Rhode-ის თანადამფუძნებლებს შორის არიან კინორეჟისორი და ბიზნესმენი მაიკლ რეტნერი და მისი მეუღლე ლორენ რეტნერი. 2025 წლის მარტის ჩათვლით, Rhode-ის გაყიდვებმა $212 მილიონს მიაღწია.

კომპანია, რომელიც მხოლოდ სამი პროდუქტით დაიწყო, გაფართოვდა და მოიცავს ფერადი ტუჩსაცხებისა და რუჟების ფართო ასორტიმენტს. გასულ სამშაბათს, Sephora-მ გამოაცხადა, რომ Rhode-ი, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ საკუთარი ვებგვერდის საშუალებით იყიდებოდა, შემოდგომიდან აშშ-ში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში მდებარე მათ მაღაზიებში გამოჩნდება.