ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკური კალენდარი ნაკლებად დატვირთულია. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის ფედერალური სამსახურის მიერ დაგეგმილი მონეტარული პოლიტიკის სხდომა, რომელზეც გადაწყდება, გაიზრდება თუ არა საპროცენტო განაკვეთები.

20 მარტის კვირაში მონეტარული პოლიტიკის სხდომები დაგეგმილია დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და ჰონკონგში.

რაც შეეხება ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნებას, მიმდინარე კვირას ევროკავშირი იანვრის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებს, ესპანეთი კი გასული წლის მშპ-ის მონაცემის გასაჯაროებას გეგმავს. დიდ ბრიტანეთში თებერვლის რიტეილ-გაყიდვების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი. ამასთან, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი ავტომობილების რეგისტრაციის ბოლო მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.

საქართველოში კი მიმდინარე კვირას საქსტატი არაერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. მათ შორის თებერვლის საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს. გარდა ამისა, იგეგმება თებერვლის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსის, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის და დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოქვეყნება. ამასთან, დაგეგმილია 2022 წლის ივლის-დეკემბრის მონაცემების გამოქვეყნება ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ. ცნობილი გახდება ასევე მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2022 წლის IV კვარტალი, და 2022 წლის წლიური, წინასწარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *