ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი საიტები 2025 წლისთვის

ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი საიტები 2025 წლისთვის

2025 წელს გლობალური ელექტრონული კომერციის ბაზარი კვლავაც რამდენიმე ძლიერ მოთამაშეზეა კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ონლაინ-მაღაზია ცდილობს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას, ლიდერის პოზიციას კვლავ Amazon-ი ინარჩუნებს. მასზე ელ. კომერციის ვებსაიტების ტრეფიკის 40%-ზე მეტი მოდის.

ანალიტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც ამერიკული, ისე ჩინური პლატფორმები გლობალური ციფრული შოპინგის ბირთვს წარმოადგენენ, მათი საერთო წილი დაახლოებით 65%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ Temu, AliExpress-ი და სხვა ახალი მოთამაშეები ბაზარზე სწრაფად იზრდებიან, ელექტრონულ კომერციაში იერარქია შედარებით სტაბილურია, რაც Amazon-ის ბრენდის მტკიცე პოზიციებსა და ინფრასტრუქტურულ უპირატესობებს ასახავს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ We Are Social-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისიდან აგვისტომდე, ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი ვებსაიტი amazon.com-ი იყო, ყოველთვიურად დაახლოებით 2.7 მილიარდი ვიზიტით. ეს მსოფლიოს 20 უდიდესი ვებსაიტის ტრეფიკის მეოთხედია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სიაში Amazon-ის რამდენიმე ვებსაიტი ცალკეა შესული, მათ შორის: amazon.co.jp, amazon.de, amazon.co.uk და ა.შ.

ჩინური პლატფორმები Temu (1.6 მილიარდი ვიზიტი ყოველთვიურად) და AliExpress-ი (646 მილიონი ვიზიტი ყოველთვიურად), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ. Temu-ს აგრესიული ფასდაკლებების მოდელი გლობალური ბაზრის გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ორი ჩინური ვებსაიტის ვიზიტების გაერთიანებული მაჩვენებელი თითქმის 2.3 მილიარდს უტოლდება ყოველთვიურად, რაც amazon.com-ის შედეგის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

ტოპ-ხუთეულში ასევე ვხვდებით ელ. კომერციის რეგიონულ მოთამაშეებს: eBay-ისა (აშშ) და Ozon-ს (რუსეთი). იაპონური Rakuten-ი, კორეული Coupang-ი და ბრაზილიური Mercado Livre უფრო ადგილობრივ ბაზრებზე არიან ფოკუსირებულნი.

რეიტინგივებსაიტითვიური ვიზიტებიქვეყანა
1amazon.com2,710,000,000აშშ
2temu.com1,630,000,000ჩინეთი
3aliexpress.com646,000,000ჩინეთი
4ebay.com635,000,000აშშ
5ozon.ru527,000,000რუსეთი
6amazon.co.jp525,000,000იაპონია
7walmart.com506,000,000აშშ
8amazon.in435,000,000ინდოეთი
9rakuten.co.jp419,000,000იაპონია
10amazon.de407,000,000გერმანია
11etsy.com385,000,000აშშ
12amazon.co.uk370,000,000გაერთიანებული სამეფო
13coupang.com290,000,000სამხრეთი კორეა
14mercadolivre.com.br260,000,000ბრაზილია
15target.com187,000,000აშშ
16flipkart.com186,000,000ინდოეთი
17amazon.com.br175,000,000ბრაზილია
18rakuten.com162,000,000იაპონია
19shop.app154,000,000აშშ
20ticketmaster.com108,000,000აშშ