ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია. წლევანდელი „ემის“ მთავარი ფავორიტი Severance-ია, რომელმაც სხვადასხვა კატეგორიაში 27 ნომინაცია მოიპოვა – მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცისა და ქალის კატეგორიებში (ადამ სკოტი და ბრიტ ლოური).
სეთ როგენის მიერ შექმნილმა და მისივე მონაწილეობით გადაღებულმა The Studio-მ, ახალმა კომედიურმა სერიალმა, „ემის“ 23 ნომინაცია მოიპოვა. ამით მან სადებიუტო სეზონში კომედიური სერიალების ნომინაციების რეკორდი დაამყარა და გასულ წელს The Bear-ის შედეგი გაიმეორა.
The Bear-მა კი, რომლის კრიტიკოსების შეფასებებიც პირველი რამდენიმე სეზონის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა, წელს Emmy Awards-ის 13 ნომინაცია მიიღო, რაც გასული წლის რეკორდულ 23 ნომინაციასთან შედარებით საგრძნობი კლებაა.
ყველასათვის მოულოდნელად, წელს „ემის“ ნომინაციების გარეშე დარჩა Squid Game-ი მესამე სეზონით, რომელმაც ცოტა ხნის წინ Netflix-ის ნახვების რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ „ემის“ ჯილდო პირველად 1949 წლის 25 იანვარს გაიცა, წელს კი დაჯილდოების რიგით 77-ე ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება.
წარმოგიდგენთ 2025 წლის Emmy Awards-ის ნომინანტებს ტოპ-კატეგორიებში:
საუკეთესო დრამატული სერიალი:
Andor
The Diplomat
The Last of Us
Paradise
The Pitt
Severance
Slow Horses
The White Lotus
საუკეთესო კომედიური სერიალი:
Abbott Elementary
The Bear
Hacks
Nobody Wants This
Only Murders in the Building
Shrinking
The Studio
What We Do in the Shadows
საუკეთესო ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სერიალი:
Adolescence
Black Mirror
Dying For Sex
Monsters: The Lyle and Erik Menendez Story
The Penguin
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში:
სტერლინგ კ. ბრაუნი (Paradise)
გერი ოლდმანი (Slow Horses)
პედრო პასკალი (The Last of Us)
ადამ სკოტი (Severance)
ნოა უაილი (The Pitt)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში:
ქეთი ბეიტსი (Matlock)
შარონ ჰორგანი (Bad Sisters)
ბრიტ ლოური (Severance)
ბელა რემზი (The Last of Us)
ქერი რასელი (The Diplomat)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში:
ადამ ბროუდი (Nobody Wants This)
სეთ როგენი (The Studio)
ჯეისონ სიგელი (Shrinking)
მარტინ შორტი (Only Murders in the Building)
ჯერემი ალენ უაითი (The Bear)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში:
უზო ადუბა (The Residence)
კრისტენ ბელი (Nobody Wants This)
ქუინტა ბრანსონი (Abbott Elementary)
აიო ედებირი (The Bear)
ჯინ სმარტი (Hacks)
საუკეთესო რეჟისურა – დრამატული სერიალი
იანუს მეცი — Andor
ამანდა მარსალისი — The Pitt
ჯონ უელსი — The Pitt
ჯესიკა ლი განე — Severance
ბენ სტილერი — Severance
ადამ რანდალი — Slow Horses
მაიკ უაითი — The White Lotus
საუკეთესო რეჟისურა – კომედიური სერიალი
აიო ედებირი — The Bear („Napkins“)
ლუჩია ანიელო — Hacks („A Slippery Slope“)
ჯეიმს ბეროუზი — Mid-Century Modern („Here’s To You, Mrs. Schneiderman“)
ნეითან ფილდერი — The Rehearsal („Pilot’s Code“)
სეთ როგენი და ევან გოლდბერგი — The Studio („The Oner“)