ფოტო: EPA
ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით, ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. ინფორმაციას ფრანგული სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 08:54 საათზე, ტოლედოს პროვინციაში, ურდას დასახლებასთან მოხდა. ერთმანეთს ესპანური სარკინიგზო კომპანიების, Renfe-სა და Iryo-ს მატარებლები შეეჯახა, რომლებიც მადრიდი-სევილიის მარშრუტზე მოძრაობდა.
Renfe-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად Iryo-ს მატარებლის უკანა ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავარია ლიანდაგის სწორ მონაკვეთზე მოხდა, სადაც ხილვადობა კარგი იყო.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ადგილზე დამატებითი ძალები და სპეციალიზებული ჯგუფები გაგზავნა, მათ შორის საგზაო პოლიცია, საჰაერო მეთვალყურეობის ჯგუფები, დრონების ოპერატორები და მასშტაბური კატასტროფების გამოძიებაზე მომუშავე ექსპერტები.
ესპანეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორ Adif-ის ცნობით, მომხდარის გამო მადრიდსა და ანდალუსიას შორის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერდა. შეჩერებულია ასევე სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდს, სიუდად რეალსა და ანდალუსიას შორის.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









