ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა

ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა

ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა, ESPN-მა, შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოს გამოვლენა 13 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის დაევალა.

აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია ლიდერობდნენ, თითოეულმა ხმების 46.2% მიიღო. საბოლოო ჯამში, დვალიშვილმა ექვს თვეში ორი ტიტულის დაცვის გამო, თოფურიას ერთთან შედარებით, ESPN-ისგან მცირედი უპირატესობა მოიპოვა.

„მერაბმა უმარ ნურმაგომედოვს იანვარში UFC 311-ზე 10-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველი მარცხი აწვნია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა. დვალიშვილი ამ გამარჯვებამა და დომინანტურმა ასპარეზობამ ივნისში UFC 316-ზე შონ ო’მალისთან რემატჩში, ESPN-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზე აიყვანა,“ – წერს გამოცემა.

2025 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო ღონისძიებად UFC 317 დასახელდა, რომლის მთავარი დაპირისპირებაც ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გაიმართა. შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მეტოქე პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.