ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქალი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქალი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

“ჩემს გამარჯვებას  ვუძღვნი ყველა იმ გოგოს, რომელსაც ეუბნებოდნენ რომ ვერ შეძლებდა. “ახალგაზრდა გოგონებს მინდა ვუთხრა, დაისახეთ მიზანი და მიმართეთ თქვენი მთელი ენერგია ამ მიზნისკენ. თქვენს თავშია ძალა, და თქვენს წინ არის მომავალი. რაც არ უნდა გითხრან, არ გაჩერდეთ”, – ეთერ ლიპარტელიანმა ისტორია დაწერა. ის პირველი ქართველი ქალი ჯუდოკაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ეთერ ლიპარტელიანი ის სპორტსმენია, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდა. მას  არ აკმაყოფილებდა მიღწეული და  უფრო მეტისკენ ისწრაფოდა.

სწორედ ამ გზაზე ეთერ ლიპარტელიანი გახდა:

  • ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი;
  • ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი;
  • ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი.

ამასთან, 2024-2025 წლებში ის ზედიზედ ორჯერ გახდა თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული. ის ასევე მონაწილეობდა 2020 წლის ტოკიოსა და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, სადაც ორივე ტურნირში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე.  უფრო მეტისთვის კი ნახეთ ვიდეო.