ევროკავშირის ტოპ-10 ძვირადღირებული კომპანია

ევროკავშირის ტოპ-10 ძვირადღირებული კომპანია

Companies Market Cap-ის მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი 1,755 საჯარო კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 14.45 ტრილიონ დოლარს აღწევს. წარმოგიდგენთ EU-ის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას, რომელთა შეფასება 2025 წლის 11 სექტემბრის მონაცემებზეა დაფუძნებული.

ჩამონათვალში პირველ ადგილს ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში 1984 წელს დაფუძნებული კომპანია ASML იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $316 მილიარდს აჭარბებს. იგი მსოფლიოში რიგით 33-ე ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა. ჰოლდინგი ინტეგრირებული სქემების (ჩიპების) წარმოებისთვის გამოყენებული ფოტოლითოგრაფიული აპარატების შემუშავებასა და წარმოებაშია სპეციალიზებული.

ტოპ-10-ში მეორე პოზიციას 1972 წელს გერმანიაში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SAP იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $315.6 მილიარდს შეადგენს. როგორც ხედავთ, მასა და ASML-ს შორის სხვაობა საკმაოდ მცირეა და არ არის გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელს SAP-მა მალე ევროკავშირის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვას.

სიაში მესამე ადგილს სჯერდება მოდის ინდუსტრიის გიგანტი, LVMH, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $288 მილიარდს მცირედ აჭარბებს. კომპანია, 1987 წელს, მოდის სახლ Louis Vuitton-ის (დაარსებული 1854 წელს) Moët Hennessy-ისთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ის დღეს დაახლოებით 60 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის გარდა, LVMH-ის პორტფელში შედის Christian Dior Couture-ი, Givenchy, Fendi, Celine-ი, Kenzo, Tiffany, Bulgari, Loewe-ი, TAG Heuer-ი, Marc Jacobs-ი, Sephora, Loro Piana და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში 3-3 წარმომადგენელი ჰყავს ნიდერლანდებს, საფრანგეთსა და გერმანიას, მეათე კომპანია კი დანიაშია დაფუძნებული.

ევროკავშირის ტოპ-10 კომპანია, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით (2025 წლის 11 სექტემბერი): 
კომპანიაქვეყანასაბაზრო კაპიტალიზაციააქციის ფასიდღიური ცვლილება
1ASMLნიდერლანდები$316.13 მლრდ$793.14+1.49%
2SAPგერმანია$315.63 მლრდ$260.51+4.04%
3LVMHსაფრანგეთი$288.04 მლრდ$572.41+0.01%
4Prosusნიდერლანდები$276.00 მლრდ$63.17+1.08%
5Hermèsსაფრანგეთი$258.19 მლრდ$2,463+0.67%
6L’Oréalსაფრანგეთი$249.64 მლრდ$451.90+0.40%
7Novo Nordiskდანია$244.56 მლრდ$54.37+0.13%
8Siemensგერმანია$209.69 მლრდ$267.74+0.28%
9Airbusნიდერლანდები$177.80 მლრდ$225.83+2.46%
10Deutsche Telekomგერმანია$172.93 მლრდ$35.29+0.80%

წყარო: companiesmarketcap.com