ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 5 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 5 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკავშირმა ომით დაზარალებული უკრაინის მხარდასაჭერად 5 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი (MFA) საბოლოოდ დაამტკიცა.

საბჭოს განმარტებით, დახმარების პაკეტი მოიცავს შეღავათიან სესხს, რომლის პირობებიც ზუსტადაა მორგებული უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული 5 მილიარდი მაისში დაანონსებული €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, მესამე ტრანშს კი 3 მილიარდი ევროს მოცულობით უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, თავდაცვასა და გადაუდებელ დახმარებაზე დაიხარჯება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *