ფოტო: Gabriel Bouys/AFP via Getty Images
ევროპული სახელმწიფოების ლიდერები იმედოვნებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე შესაბამის წნეხს განახორციელებენ, რათა მან უკრაინისათვის გამოსაყოფ €90-მილიარდიან სესხზე ბლოკირება მოხსნას.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინისათვის ახალი სესხის გამოყოფაზე დეკემბერში შეთანხმდნენ, თუმცა ვიქტორ ორბანმა გასულ თვეს მისი იმპლემენტაცია დაბლოკა.
ვიქტორ ორბანს უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაეძაბა დაზიანებული მილსადენის გამო, რომელიც უკრაინაზე გადის და ნგრეთს რუსული ნავთობით ამარაგებს. უკრაინას მილსადენის ფუნქციონირება შეჩერებული აქვს, უნგრეთი კი ოპერაციების აღდგენას მოითხოვს.
სესხის დაბლოკვის დროს უნგრეთის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყანა დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მანამ, სანამ „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის ქვეყნისთვის მიწოდება არ აღდგება.
ე.წ. „უკრაინის მხარდაჭერის სესხი“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში წინასწარ დამტკიცდა, ფარავს უკრაინის 2026-2027 წლების საჭიროებების ორ მესამედს და მოიცავს 30 მილიარდ ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, ასევე 60 მილიარდ ევროს სამხედრო მოთხოვნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა” უკრაინის გავლით რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის გადასაზიდად გამოიყენება. მილსადენი იანვარში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. უკრაინული მხარე მილსადენის შესაკეთებლად დროს ითხოვს, უნგრეთი კი ოპერაციების დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს.
ცნობისათვის, უკრაინა ნავთობსადენის მუშაობის ხელახლა დაწყების პროცესის გაჭიანურებაში სლოკავეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომაც დაადანაშაულა.
















