ევროპის წამყვანი სამხედრო ძალები ბიუჯეტური ჰსთ-სისტემების შექმნას გეგმავენ

ევროპის წამყვანი სამხედრო ძალები ბიუჯეტური ჰსთ-სისტემების შექმნას გეგმავენ

ფოტო: Getty Images

 

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მინისტრთა შეხვედრაზე, ევროპის ხუთი წამყვანი სამხედრო ძალის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაბალბიუჯეტური საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის ავტონომიური დრონებისა და რაკატების წარმოებას მომდევნო 12 თვის ვადაში დაიწყებენ.

მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოაჩინა, რომ ავტონომიური გზაგადამჭრელი და კამიკაძე დრონები ძვირადღირებული ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემების ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა.

აღნიშნული შეთანხმების შესახებ პასუხისმგებლობა ევროპის ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯების მქონე ხუთმა ქვეყანამ: საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა და ბრიტანეთმა აიღეს. შეგახსენებთ, რომ ევროპაში სულ უფრო ძლიერდება ადგილობრივი სამხედრო ალიანსების შექმნის სურვილი და მზაობა, იმ ფონზე, რომ ვაშინგტონი ევროპის უსაფრთხოების ნომენკლატურიდან მნიშვნელოვნად დისტანცირდა.

უფრო კონკრეტულად, ევროპის წამყვანი სამხედრო ძალების მინისტრები იმედოვნებენ, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში, მხარეების მიერ აღებული მულტი-მილიონევროიანი პასუხისმგებლობით „ეფექტორების“ წარმოებას შეძლებენ.

სამხედრო ტერმინოლოგიაში „ეფექტორები“ არის სისტემის კომპონენტები, რომლებიც ფიზიკურ ეფექტს წარმოქმნიან, ხოლო „ავტონომიური პლატფორმები“ არის უპილოტო სისტემები, რომელთაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლიათ.

„დაბალდანახარჯიანი ეფექტორებისა და ავტონომიური პლატფორმების“, იგივე LEAP-ინიციატივა სწორედ ბიუჯეტური საჰაერო თავდაცვის სისტემების – ავტონომიური დრონებისა და რაკეტების შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში შექმნილი პირველი პროექტი 2027 წლისთვის უნდა დაიწყოს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.