ევროპის ცენტრალური ბანკი ირწმუნება, რომ ევროზონას სტაგფლაციის საფრთხე არ ემუქრება

ევროპის ცენტრალური ბანკი ირწმუნება, რომ ევროზონას სტაგფლაციის საფრთხე არ ემუქრება

რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ირწმუნება, რომ ევროზონას სტაგფლაციის საფრთხე არ ემუქრება.

„მოვლენების განვითარების ყველაზე მძიმე სცენარით, რომელიც ომის გაჭიანურებას, ვითარების გაუარესებას, ნავთობისა და გაზის ბოიკოტსაც კი ითვალისწინებს, ჩვენ ეკონომიკის 2.3%-იან ზრდას ვვარაუდობთ. ამჟამად სტაგფლაციის ნიშნები არ ჩანს“. – განაცხადა ლაგარდმა.

შეგახსენებთ, რომ სტაგფლაცია ინფლაციის მაღალი ტემპის პარალელურად ეკონომიკის სტაგნაციას და უმუშევრობის მაღალ დონეს გულისხმობს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ვარაუდით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი იქნება სურსათისა და ენერგოპროდუქტების გაძვირება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ინფლაციურ წნეხს, თუმცა არა კრიტიკულ ნიშნულამდე – მსგავსი მოლოდინები აქვთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკსაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *