ევროზონაში ინფლაციის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროზონაში ინფლაციის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში ევროზონაში ინფლაციის დონემ 7.5% შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ევროსტატის ცნობით, ფასების საერთო დონის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ენერგიის – 44.7%-ით და სურსათის 5.0%-ით გაძვირებას ჰქონდა. საბაზო ინფლაციის დონე კი, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგიის ფასებს, ევროზონაში 3.2%-ს შეადგენს.

ეკონომისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ინფლაციის ტემპის მკვეთრი დაჩქარება რუსეთ-უკრაინის ომითა და საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ნავთობის, გაზის და ქვანახშირის გაძვირებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მსხვილი მიმწოდებლები არიან.

ევროპის მასშტაბით ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე (15.6%) ლიეტუვაში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი ინფლაცია მალტაშია, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 4.6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებს, გერმანიაში ინფლაციის დონე 7.6%-ია; საფრანგეთში – 5.1%; იტალიაში ინფლაციის მაჩვენებელი 7.0%-ს შეადგენს, ესპანეთში კი 9.8%-ს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *