Facebook-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ ვერნალმა კომპანია დატოვა

Facebook-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ ვერნალმა კომპანია დატოვა

Facebook-ის ვიცეპრეზიდენტი და ტექნიკური დირექტორი, მაიკ ვერნალი, რომელმაც წლების განმავლობაში ფეისბუკის უმსხვილესი პროდუქტები დააამუშავა, კომპანიიდან წავიდა და ვენჩურულ ფონდს, Sequoia Capital-ს შეუერთდა.

ვერნალი Facebook-ში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მის შემცვლელს ეძებენ: “მაიკ ვერნალი კომპანიის განუყოფელი ნაწილი იყო, ჩვენთვის სამწუხაროა მისი დაკარგვა, მაგრამ გვიხარია, რომ ის შემდეგ ნაბიჯს დგამს კარიერაში და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ”.