FAO: მსოფლიოში სურსათის და საკვები პროდუქტების ფასები რეკორდულად გაიზარდა

FAO: მსოფლიოში სურსათის და საკვები პროდუქტების ფასები რეკორდულად გაიზარდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და საკვები პროდუქტების ფასები გასულ თვეს 13%-ით გაიზარდა და FAO-ს ფასების ინდექსმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი 140-ს შეადგენდა, მარტში კი აღნიშნული მაჩვენებელი 159-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის შეფასებით, სურსათის ფასების მკვეთრად ზრდის გამომწვევი მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული პროდუქტების მიწოდების პრობლემა გააჩინა.

საგულისხმოა, რომ რუსეთი და უკრაინა ხორბლის, სიმინდის, ქერის და მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან, აღნიშნული საქონლის მიწოდების შეფერხება კი იმ პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს, რომელთა წარმოებაც პირდაპირაა დამოკიდებული ხორბალსა თუ სიმინდზე.

FAO-ს ინფორმაციით, გასულ თვეს მკვეთრად გაიზარდა შაქრისა და რძის პროდუქტების ფასები, მცენარეული ზეთებისა და ხორცპროდუქტების ღირებულება კი რეკორდულ ნიშნულზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია სასუქი პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მათი გაძვირება კი პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *