FDA-მ აშშ-ში ლაბორატორიული ხორცის გაყიდვა დაუშვა

FDA-მ აშშ-ში ლაბორატორიული ხორცის გაყიდვა დაუშვა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის გაყიდვა დაუშვა. მარეგულირებლისგან ნებართვა კომპანია UPSIDE foods-მა მიიღო. სიახლე პრესრელიზის სახით FDA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

UPSIDE Foods-ი კალიფორნიაში 2015 წელს დაარსდა. ის ლაბორატორიაში ქათმის ხორცის წარმოებისთვის უჯრედული კულტივირების ტექნოლოგიას იყენეს. კომპანია უჯრედებს ცოცხალი არსებიდან იღებს და მის მცირე ზომის ნიმუშებს ფოლადის დიდ ავზებში ათავსებს, რომლებსაც ბიორეაქტორებს უწოდებენ. აქ ხელმისაწვდომია ყველა საჭირო საკვები ნივთიერება და შექმნილია პირობები, რომელიც უჯრედების ზრდისა და გამრავლებისთვისაა აუცილებელი.

UPSIDE Foods-ის გარდა, აღნიშნულ ტექნოლოგიას არაერთი კომპანია იყენებს, რათა ბაზარზე ცხოველის ხორცზე მოთხოვნა მათი განადგურების გარეშე დააკმაყოფილონ.

FDA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ UPSIDE Foods-ი ლაბორატორიული ხორცის ბაზარზე გატანს მას შემდეგ შეძლებს, რაც მას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) შეამოწმებს.