აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, 4 წლის შემდეგ პირველად, რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად, 50 საბაზისო პუნქტით, 5.0%-მდე შემცირდა.
ჯერომ პაუელის განმარტებით, საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დასტაბილურებულმა ინფლაციამ და დასაქმების გაზრდილმა მაჩვენებელმა მისცა.
ფინანსური ანალიტიკოსები და საინვეტიციო ფირმები ფედერალური რეზერვისგან მსგავს გადაწყვეტილებას პროგნოზირებდნენ. თუმცა მათი უმეტესობა ფიქრობდა, რომ Fed-ი რეფინანსირების განაკვეთს მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებდა.
Fed-ის გადაწყვეტილებას დიდი გავლენა ექნება კაპიტალის ბაზრებზე, რაც, დიდი ალბათობით, საფონდო ბირჟებზე სავაჭრო დღის დაწყების შემდეგ აისახება. გარდა ამისა, Fed-ის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სარკისებურად აისახება კანადის, ავსტრალიის, აღმოსავლეთ აზიისა და ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკების ნაბიჯებზეც.
ჯერომ პაუელის განცხადებით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-ს უახლოვდება, რაც ფინანსურ ხელმძღვანელობას განაკვეთის კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობასაც მისცემს.