FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა. 28 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გაიმართა უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022. ,,უძრავი ქონების ოსკარები“ ჩატარდა “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის” და “დიჯითალ არეას” მხარდაჭერით. ღონისძიების სპონსორები გახლდნენ: ,,თეთრი კვადრატი“ – ვერცხლის სპონსორი, ,,ალიანს ჯგუფი“, ,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა“ და ,,გრინ საიდი.“
პარტნიორთა შორის ასევე იყვნენ: Colliers Georgia, Expo Georgia და ,,საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).
ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლინეს. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d’Excellence Awards.
28 ოქტომბრის რეგიონში პირველი დაჯილდოება გაიხსნა საერთაშორისო კონფერენციით ,,მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან. ღონისძიება ჩატარდა ,,პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს“ პატრონაჟის ქვეშ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. სპონსორები გახლდნენ კომპანიები: ,,ვილა რეზიდენსი“- გენერალური სპონსორი, ,,ალიანს ჯგუფი“, ,,ლისი დეველოპმენტი,“ ,,იმპოსტი მეპი“, ,,ქინგს გარდენი“, ,,იორკ თაუერსი“. ,,რეფორმა“ და ,,ბიდიო.“
ორგანიზატორების განცხადებით, FIABCI-Georgia-ს მიზანია, აღნიშნული ღონისძიებებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.
28 ოქტომბრის ღონისძიებებზე ერთ სივრცეში შეიკრიბნენ უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს იყო საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური პლატფორმა.
უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
უძრავი ქონების ოსკარების ოქროს და ვერცხლის გამარჯვებულები 2022
- დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები (5 სართული და ნაკლები) – ოქროს გამარჯვებული – „კრწანისი რეზორთ რეზიდენსი“.
- საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები (5-დან 17 სართულამდე) – ოქროს გამარჯვებული – „დომუსი“
- კურორტი – ოქროს გამარჯვებული – „შუხმან ჯგუფი“; ვერცხლის გამარჯვებული – ვილა რეზიდენსი“
- ენერგო ეფექტური და მწვანე პროექტები – ოქროს გამარჯვებული – „თბილის ჰილსი“; ვერცხლის გამარჯვებული – „დომუსი“
- მრავალფუნქციური კომპლექსი – ოქროს გამარჯვებული – „აქსის თაუერსი“
- რესტორანი – ოქროს გამარჯვებული – „ეთნო წისქვილი“
- სასტუმრო – ოქროს გამარჯვებული – ბუტიკური სასტუმრო „მანინო უწერა“; ვერცხლის გამარჯვებული – შუხმან ვაინს შატო და სპა
- მდგრადი განვითარება – ოქროს გამარჯვებული – „მწვანე ქალაქი ლისზე“; ვერცხლის გამარჯვებული – „მეამა“
- საოფისე ფართები – ოქროს გამარჯვებული – „მეამა“ ; ვერცხლის გამარჯვებული – „აქსის თაუერსი“
- საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა – ოქროს გამარჯვებული – ბათუმის სტადიონი, კომპანიები „სიემსი“ და „ანაგი“
- გენერალური გეგმა – ოქროს გამარჯვებული – „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ; ვერცხლის გამარჯვებული – „მწვანე ქალაქი ლისზე“
დამატებით, სპეციალური ჯილდო შემდეგ სამ ნომინაციაში გაიცა:
- FORBES WOMAN GEORGIA-ს ნომინაცია: გავლენიანი ქალი უძრავ ქონებაში – სიუზან გრინფილდი, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი
- ჟურნალ სითის ნომინაცია: ინოვატორი არქიტექტორი – გიორგი ხმალაძე
- PROPERTY GEORGIA-ს ნომინაცია: სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“