Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი ‘BB’ დონეზე დაადასტურა

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი ‘BB’ დონეზე დაადასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა (IDR outlook) ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო თავად გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘BB’ დონეზე დაადასტურა. Fitch-მა ასევე დაადასტურა თიბისი ლიზინგის აქციონერის მხარდაჭერის რეიტინგი (SSR) ‘bb’ დონეზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ საოპერაციო საქმიანობას, მყარ ფინანსურ შედეგებსა და სალიზინგო ბიზნესის მდგრადი განვითარების პერსპექტივას, რაც პოზიტიურად აისახება ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან კომპანიის მიმართ ნდობის გამყარებაზე და ახალ ფინანსურ რესურსებზე წვდომის ზრდაზე.

Fitch-ის მიერ თიბისი ლიზინგთან დაკავშირებული სარეიტინგო პერსპექტივის გადახედვა მოჰყვა ამავე სააგენტოს მიერ  საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული სარეიტინგო პერსპექტივისა და თიბისი ლიზინგის ერთადერთი აქციონერის, თიბისი ბანკის  პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესებას.

„Fitch-ის მიერ თიბისი ლიზინგის სარეიტინგო პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება, კომპანიის მდგრადი ბიზნეს მოდელისა და თანმიმდევრული განვითარების კიდევ ერთი დასტურია. ეს არის თიბისი ლიზინგის საიმედოობისა და ინსტიტუციური სტატუსის ხაზგასმა, რაც ხელს შეუწყობს არსებული და პოტენციური კრედიტორებისა და კაპიტალის ბაზრების ინვესტორების მხრიდან ნდობის გაღრმავებას. გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ჩვენს ეფექტიან საოპერაციო საქმიანობას და მყარ ფინანსურ პროფილს. რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს თიბისი ლიზინგის ფინანსური მდგომარეობის, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის და გრძელვადიანი სტაბილურობის მიმართ ნდობის განმტკიცებას“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

S