Forbes 1918 წელს: ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი სია

Forbes 1918 წელს: ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი სია

Forbes-მა ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური სიის გამოქვეყნება 1982 წელს დაიწყო, თუმცა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების შესახებ მონაცემებს გამოცემა 1918 წლიდან „აგროვებს“. Forbes-ის მდიდარი ადამიანების პირველი სია თავად გამოცემის დამფუძნებელმა ბერტი ჩარლზმა შეადგინა და მასში 30 ამერიკელი ბიზნესმენი შედიოდა. რეიტინგი ამერიკის „წამყვანი ბანკირების“ გამოკითხვის შედეგად შედგა. 

სიის პირველ ადგილს ჯონ როკფელერი იკავებს. მსოფლიოს პირველი მილიარდერის ქონება 1918 წელს Forbes-მა $1,2 მილიარდად შეაფასა, წელს კი $21 მილიარდად (გამოცემამ ქონება ამერიკულ დოლარში დააკონვეტრა ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით. განსხვავებული მეთოდით, თუკი გამოცემა ქვეყნის იმ დროინდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც გაითვალისწინებდა, როკფელერის ქონება $300 მილიარდზე მეტად შეფასდებოდა). Forbes დამფუძნებელი წერდა, რომ თუკი როკფელერი თავის ქონებას ყველა ამერიკელს გაუნაწილებდა თითო მათგანს $10 დოლარი შეხვდებოდა. როკფელერმა სიცოცხლეშივე ქველმოქმედებაზე $500 მილიონი დახარჯა (დღეისთვის $8 მილიარდზე მეტი). 

სიის მეორე ადგილს ჰენრი კლეი ფრინკი იკავებს, რომლის ქონებაც 1918 წელს $225 მილიონს შეადგენდა, დღეისთვის კი მისი ქონება $3,9 მილიარდი იქნებოდა. რეიტინგის სამეულს ენდრიუ კარნეგი ასრულებს, რომლის ქონებაც გასული საუკუნის დასაწყისში $200 მილიონს, დღეს კი $3,5 მილიარდს შეადგენდა. მან სიცოცხლეში ქველმოქმედებაზე $350 მილიონი გასცა (დღეისთვის $5 მილიარდი). 

სიაში მოხვდა Ford-ის დამფუძნებელი ჰენრი ფორდიც, რომლის ქონებაც $100 მილიონს, დღეისთვის კი $1,8 მილიარდს შეადგენდა. „ბატონი ფორდის კარიერა საკმარისზე მეტად არის ცნობილი, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავახასიათოთ“, – წერდა Forbes დამფუძნებელი.